მთელმა პარლამენტმა, რომ დაუჭიროს ამ კანონპროექტს მხარი, ამ კომიტეტმა არ უნდა დაუჭიროს რადგან ეს არის ადამიანის უფლებათა კომიტეტი

24 May 2021 19:15

"20 ივნისის ღამეს 217 ადამიანი იყო განთავსებული სხვა და სხვა საავადმყოფოში. მათ დღემდე არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი რადგან პროკურატურა არ აძლევს დაზარალებულის სტატუსს.აქვე გავიხსენებ მაკო გომურის შემთხვევას. მას ბრძოლა მოუწია დაზარალებულის სტატუსის მისაღებად. ათობით სხვა ადამიანს დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს. თქვენ არც ამ კანონპროექტში არ გითქვამთ დაზარალებულებზე და მათ უფლებებზე. თითქოს ამ საშინელ მოვლენებს მხოლოდ ორი მხარე აქვს. ამ დემონსტრაციის დარბევის უმძიმესი ნაწილზე, მედიის წარმომადგენლებზე გამიზნული თავდასხმაზე კი საერთოდ არ გისაუბრიათ. ეს ცალმხრივობა და ისტორიის გაყალბების მცდელობა არის სრულიად მიუღებელი.



პროკურატურამ ჯერ არ გამოიძია 20 ივნისის საქმე, განზრახ და შემდეგ თქვა, რომ გაუვიდა ის დრო რა ვადაშიც ევალებოდა ამ საქმის გამოძიება. სასამართლომ შავი თეთრზე დაუწესა, რომ მსგავსი არგუმენტები არასათანადო მოპყრობის ამნისტიის ან შეწყალების მიღება ეწინააღმდეგება ევროპულ კონვენციას. მე მაინტერესებს, ეს კანონპროექტი რომელიც არის წარმოდგენილი დღეს განსახილველად და რომელზეც უნდა იმსჯელოს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა. მთელმა პარლამენტმა, რომ დაუჭიროს ამ კანონპროექტს მხარი, ამ კომიტეტმა არ უნდა დაუჭიროს, რადგან ეს არის ადამიანის უფლებათა კომიტეტი." - ანა ნაცვლიშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი