გია აბაშიძე: „მერაბიშვილის 26 მაისის“ გამეორება სურთ ამ დესტრუქციულ მარიონეტებს, ვერ ეღირსებიან

24 May 2021 20:05

„მერაბიშვილის 26 მაისის“ გამეორება სურთ ამ დესტრუქციულ მარიონეტებს, ვერ ეღირსებიან, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.


იგი თავისი პოსტით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას ეხმაურება.


„24.05.21. ვარლამ გოლეთიანი: მოვუწოდებთ საზოგადოებას, 26 მაისს არ მივიდნენ აღლუმზე, არამედ მოვიდნენ ჩვენთან და ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის. რასაც გუშინ ვწერდი, რომ „მერაბიშვილის 26 მაისის“ გამეორება სურთ ამ დესტრუქციულ მარიონეტებს. ვერ ეღირსებიან!


ერთი მუჭა მომხრეების გარდა, ვინმეს სჯერა გოლეთიანი & Co-ს „სამოქალაქო აქტივიზმის“?... ეს ქვეყანა ჩვენია, ხალხის და არა პოლიტიკური ავანტიურისტების უნიჭო „შეგირდების“!“, - წერს აბაშიძე.


დღეს, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე, ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა შეკრებილებს მიმართა. აქციის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, პალამენტის თავმჯდომარის შეთავაზება მიეღოთ და კახა კუჭავას პოზიცია მოესმინათ. მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურა, რომ მისი აპარატიდან დაუკავშირდნენ ვარლამ გოლეთიანს და თქვა, რომ „მისი კარი ყველასთვის ღიაა“. მისივე განცხადებით, თანახმაა, აქციის წარმომადგენლებს მედიისა და პირდაპირი ეთერის რეჟიმშიც შეხვდეს. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა.


imedinews.ge




კომენტარები:

ფართი შოპი