„ფაქტობრივად, აუქმებს დამოუკიდებლობის დღეს“ - ქართველიშვილი გოლეთიანის მოწოდებაზე

24 May 2021 21:06

ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„გუშინ დამიანონსებია გოლეთიანის დამოკიდებულება 26 მაისისადმი. ფაქტობრივად აუქმებს დამოუკიდებლობის დღეს...

220 წლის წინ, 1801 წელს მოხდა საქართველოს ანექსია;

210 წლის წინ, 1811 წელს გაუქმდა ეკლესიის ავტოკეფალია;

1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია;

2021 წელს სრულდება 30 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან;

ზეგ სრულდება 10 წლისთავი 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევიდან.

და აი, ახალი შემოტევა. ბართლომესი თუ არა - ვარლაამის ღამე გველოდება.

P.S: საცობში ვწერ. ვარლამის მიერ პარალიზებულ ჩემს მშობლიურ ქალაქში. მარცხნივ და უკან უიმედოდ ცდილობენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ალბათ მძიმე ავადმყოფების გადარჩენას,“ - წერს დავით ქართველიშვილი.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი