„თანახმა ვარ, რომ შეუმსუბუქდეს სასჯელი, თუ ის დაასახელებს დამკვეთს“

24 May 2021 21:14

დოდო გუგეშაშვილი თანახმაა, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ზურაბ მურჯიკნელს, რომელსაც  20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, პატიმრობის დრო შეუმცირდეს, თუ ის მკვლელობის დამკვეთს ან დამკვეთებს დაასახელებს. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემა “ახალი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


“მე თანახმა ვარ, რომ შეუმსუბუქდეს სასჯელი, თუ ის დაასახელებს დამკვეთს. ჩემი პოზიცია არის მყარი, რომ მას 20 წლის მოხდა არ მოუწიოს. მე რადგან დავრჩი, ალბათ იმ დაკვეთის, თუ დამკვეთების გასამართლებასაც მოვასწრებ”– ამბობს დოდო გუგეშაშვილი.

„მარშალპრესი“


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი