მსახიობი, ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლს თამაშობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
„Znai nashix”- უკრაინული სერიალი ვთამაშობ მიხეილ სააკაშვილს,“- წერს ზანგური.
სინამდვილეში კი ეს ტელე-სკეჩების ერთობლიობაა, რომელიც უკრაინულ არხზე „1+1“-ზე 2017 წლიდან გადის.
ამ სერიალში სააკაშვილი არის სერიალის გმირის, მინისტრ ზურაბ კახელის პროტოტიპი.
მისი მოქმედების ძირითადი არეალი პრესკონფერენციებია.
digest.ge