ლევან იოსელიანი: ბრიუსელში მთავარი გზავნილი რაც ევროპელი მეგობრებისგან მოვისმინეთ, არის ის, რომ ყურადღებით დააკვირდებიან, როგორ განხორციელდება ხელმოწერილი შეთანხმება

25 May 2021 15:03

მთავარი გზავნილი რაც მოვისმინეთ ევროპელი მეგობრებისგან არის ის, რომ ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან, როგორ შედგება და როგორ განხორციელდება ხელმოწერილი შეთანხმება. ძალიან ცალსახად ითქვა, რომ შეთანხმება ეს არის საქმის ნახევარი, მეორე ნახევარი არის მისი იმპლემენტაცია და იმდაგვარად ასახვა კანონმდებლობაში, რომ მან რეალური შედეგები მოიტანოს სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, საარჩევნო რეფორმის კუთხით, პარლამენტში ოპოზიციის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით, ყველა იმ პუნქტზე, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ამნისტიის ეს ორი კანონი, რომელიც დღეს პირველი მოსმენით გამოდის, უნდა შევძლოთ, რომ ვაქციოთ ერთ დოკუმენტად და ამ ერთ დოკუმენტზე შევთანხმდეთ, თუ ვაპირებთ ამ კანონის მიღებას. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ არ დავიწყოთ შეთანხმების შესრულება უკვე დარღვევით. ამიტომ დღეს კარგი ინიციატივა ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ შესვენებაზე შევიკრიბოთ მასთან სამუშაო ფორმატში და გავარკვიოთ, არის თუ არა, რესურსი, მივიდეთ იმდაგვარ ფორმულირებაზე, რომელსაც ყველა დაუჭერს მხარს. ვთვლი, რომ თუ ჩვენ არ წავალთ ამ გზით, მაშინ დავიწყებთ ამ შეთანხმების შესრულებას უკვე დარღვევით.




კომენტარები:

ფართი შოპი