ირაკლი ზარქუა საპარლამენტო ოპოზიციას -„ის რომ არასწორად იქცეოდით ისიც მეტყველებს, რომ 6 თვის მერე პარლამენტში სხედხართ და მიმართავთ ზეციურ საქართველოს“

25 May 2021 17:20

„მინდა მივმართო ოპოზიციონერ კოლეგებს და არმაზ ახვლედიანს ვუპასუხო. ის ზეციურ საქართველოში ჩვენს ღვაწლმოსილ ადამიანებს და გენერლებს მიმართავდა, რომ გაეგო კითხვაზე პასუხი სწორად იქცევა თუ არა. ნუ შეაწუხებთ მათ, მე გიპასუხებთ რიგითი ზარქუა - არ იქცეოდით სწორედ, არ მოიქეცით სწორედ, როდესაც რეგიონში, რომელსაც ამდენი გამოწვევა აქვს, სადაც ჩვენი მეზობლები გადაკიდებულები იყვნენ, ცალკე აქეთ აგრესორი რუსეთი. სადაც მთელი დასავლეთი გეუბნებოდათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე იყოს საქართველოში, თქვენ მაგ დროს რევოლუციურ სცენარებს ამზადებდით და ამიტომ არ მოეწონებოდათ თქვენი საქციელი. ის რომ არასწორად იქცეოდით ისიც მეტყველებს, რომ 6 თვის მერე პარლამენტში სხედხართ და მიმართავთ ზეციურ საქართველოს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი