იმედია, ვარლამ გოლეთიანს ეყოფა ალღოც და უპირველესად, სიყვარული… – ნათია ფანჯიკიძე

25 May 2021 17:30

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:

„ჩვენი ქვეყნის 30-ე დაბადების დღე დგება ხვალ, ხუმრობა ხომ არაა, მრგვალი თარიღი გვაქვს, ჰოდა, აი ჰევ ე დრიმო, მარტინ ლუთერ კინგმა რომ თქვა, მეც მაქვს ოცნება, კრავი და მგელი ერთად ძოვდეს ამ ქვეყანაში.


იმედი მაქვს, ვარლამ გოლეთიანს ეყოფა ალღოც და უპირველესად, სიყვარული, თითოეული ადამიანის მხარდაჭერა თანაბარმნიშვნელოვნად იგრძნოს და დააფასოს. თამარ მეფის კოსტიუმში თუ შორტებში, ბუმბულებით თუ ხანჯლებით, როგორც არ უნდა გამოვიყურებოდეთ და ვისაც თავის თავზე უფრო შერეკილი სხვა არ უნდა ეჩვენებოდეს, სინამდვილეში, ყველა ერთად ვართ „ჩვენ“ და ამიტომაც ვართ ნაირნაირები და საინტერესოები.


მკაცრად უნდა გაესვას ხაზი, ვინც თავს დაესხმება სხვას, აგრესორი და პროვოკატორია და არ არსებობს მიზეზი, რომლითაც აგრესია გამართლდება. არც ჰესების გამეგება რამე და არც ბევრი რამის კიდევ, მაგრამ ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფებად დაქუცმაცებას წერტილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას. ბედნიერი და ჩუხჩუხა დაბადების დღე საქართველოს“, – წერს ფანჯიკიძე.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი