2020 წელს საქართველოს მოსახლეობის შემოსავალი შემცირდა - რაში ხარჯავენ მოქალაქეები ფულს

25 May 2021 18:17

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა, 2020 წლის ცხოვრების დონის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ახალი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავალი, ფულადი და არაფულადი სახსრები, 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, 4.5%-ით შემცირდა და 1 194.6 მილიონი ლარი შეადგინა. 

გარდა ამისა, საშულო თვიური შემოსავალი 2020 წელს ერთ შინამეურნეობაზე 6.4%-ით, ხოლო ერთ სულზე 4.4%-ით შემცირდა.


ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა:

  • ქალაქის ტიპის დასახლებებში 4.3%-ით შემცირდა და 747.8 მილიონი ლარი შეადგინა.
  • სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0%-ით შემცირდა და 446.9 მილიონი ლარი შეადგინა.


2020 წელს დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.9%-ით შემცირდა და 47.8% შეადგინა.


2.0%-ით შემცირდა თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლები და 9.4%-ით განისაზღვრა.


პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.4%-ით გაიზარდა და 23.4 პროცენტი შეადგინა.



რაც შეეხება მოსახლეობის საშუალო თვიურ ხარჯებს, 2020 წელს მან 1 127.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7.6%-ით ნაკლებია. საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 9.4%-ით შემცირდა და 1 038.5 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 7.4%-ით შემცირდა და 303.3 ლარით განისაზღვრა.


ქვეყნის მოსახლეობის ჯამური ხარჯების მოცულობა:

  • ქალაქის ტიპის დასახლებებში 6.5%-ით შემცირდა და 714.4 მილიონი ლარი შეადგინა.
  • სოფლის ტიპის დასახლებებში 9.4%-ით შემცირდა და 412.9 მილიონი ლარის გაუტოლდა.

2020 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 42.1%-ს შეადგენს.


მთავარი არხი




კომენტარები:

ფართი შოპი