ბოსნია-ჰერცოგოვინას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

25 May 2021 18:52

ბოსნია-ჰერცოგოვინას პრემიერ-მინისტრი, ზორან ტეგელტია, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.


მისალოც წერილში, ზორან ტეგელტიამ, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა დაადასტურა.


„მინისტრთა საბჭოს და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ თქვენს ქვეყანას კეთილდღეობას.


ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ ჩემი რწმენა, რომ მეგობრული ურთიერთობები ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, -  აღნიშნულია მისალოც წერილში.




კომენტარები:

ფართი შოპი