26 მაისიდან ვიზიტორებისთვის სათაფლია იხსნება

25 May 2021 19:34

სათაფლია, თავისი პრეისტორიული წარსულითა და დინოზავრის ნაკვალევით, ახალი შთაბეჭდილებებისა და თავგადასავლების შესაქმნელად გელით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული პარკები ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, სამუშაო დროებია: ყოველდღე 10:00 – 18:00 სთ-მდე.


„სათაფლიაში მოგზაურობას შეძლებთ ეროვნული პარკის ბილიკებზე, მათ შორის, ახალ ეკოტურისტულ ბილიკზე, დინოზავრების პარკში, დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობაში, მუზეუმში, შუშის პანორამულ გადასახედზე.

ბოდიშს გიხდით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მღვიმე ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია.


ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი