ვარლამ გოლეთიანი - გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 30 მარტის შეფასებითი დოკუმენტი, სადაც „ნამახვანჰესების“ კასკადი დაწუნებულია - დოკუმენტს უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს

25 May 2021 19:45

გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 30 მარტის შეფასებითი დოკუმენტი, სადაც დაწუნებულია „ნამახვანჰესების“ კასკადი და უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს ამ დოკუმენტს, - ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი აქამდე კონფიდენციალური იყო.


„მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი, გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა. ეს არის 2019 წლის 30 მარტის შეფასებითი დოკუმენტი, სადაც დაწუნებულია „ნამახვანჰესების“ კასკადი, უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს ამ დოკუმენტს. დღემდე ეს დოკუმენტი იყო კონფიდენციალური სწორედ იმის გამო, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა პროექტის განხორციელება და არ გაითვალისწინა სამინისტროს დასკვნები, მათ შორის არც ფინანსთა სამინისტროსი, რომლის დასკვნაც დღემდე კონფიდენციალურია“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი