ირაკლი კობახიძე - მელია ამბობს, რომ არ სურს „ამნისტიის შესახებ“ კანონის მასზე გავრცელება, პრაქტიკულად, ოპოზიცია ამ სურვილის წინააღმდეგ მიდის, ჩვენ ავსახეთ მელიას სურვილი კანონპროექტში

26 May 2021 00:39

მელია ამბობს, რომ მას არ სურს ამნისტიის შესახებ კანონის მასზე გავრცელება, პრაქტიკულად, ოპოზიცია მელიას ამ სურვილის წინააღმდეგ მიდის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.


როგორც ის განმარტავს, კონსულტაციებზეა დამოკიდებული, შევა თუ არა ამნისტიის შესახებ კანონპროექტში კორექტივები.


„მელია ამბობს, რომ მას არ სურს ამნისტიის შესახებ კანონის მასზე გავრცელება, პრაქტიკულად, ოპოზიცია მელიას ამ სურვილის წინააღმდეგ მიდის. ჩვენ ავსახეთ მელიას სურვილი ამ კანონპროექტში, კერძოდ, თუ უარზეა შესაბამისი პირი, მასზე არ ვრცელდება ამნისტია, ეს არის მარტივი პოლიტიკური საკითხი, ამაზე ბუნებრივია, შესაძლებელია, გაგრძელდეს კონსულტაციები. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებამდე მივალთ. ზოგადად, ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა, ამისთვის არის კონსულტაციები, გაგრძელდება შემდეგი ორი კვირის განმავლობაში და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.


შეგახსენებთ, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტი განსახილველად დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გავიდა. ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე 27 მაისს სამუშაო კონსულტაციები გაიმართება.




კომენტარები:

ფართი შოპი