„ქართველი ბავშვები ყველაზე ჩამორჩენილები არიან მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნასა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში“

26 May 2021 01:29

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საქართველოს სოციალური კულტურის შესახებ ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანაში ინტელექტუალური კრიზისია. მისი აზრით, გამოსავალი  ლიბერალურ - დემოკრატიული სამართლებრივ წესრიგსა და თავისუფალ ბაზარშია.


„ერთი რამეა გასათვალისწინებელი, - წლების განმავლობაში ჩატარებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური, ისლამოფობური, არმენოფობური, ანტისემიტური, ქსენოფობიური ქვეყანაა.


საქართველოში, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ქართული კულტურა სხვებზე უპირატესია; მოსახლეობის 75-% ენდობა საპატრიარქოს, 90 - % პატრიარქს, გადაწყვეტილების მიღებისას 95 - % რელიგიას მნიშვნელოვან როლს ანიჭებს (ეს ცუდი სულ არ იქნებოდა, რელიგია გაცნობიერებულ და განათლებულ რწმენას, რელიგიური აზროვნებისა და ეთიკის მდიდარ ისტორიულ ტრადიციას რომ ეფუძნებოდეს) მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ სურს სეკულარული სახელმწიფო. პიზას კვლევების მიხედვით, ქართველი ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილები არიან მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნასა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში; აბიტურიენტების უდიდესი უმრავლესობა, ყველა პარამეტრით, ვერ აკმაყოფილებს მაღალი, 8-9 კლასების ცოდნის დონეს.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი განვითარების პერსპექტივა, როგორ ვთქვა, უფრო შეუძლებლის შესალებლობას წარმოადგენს. ერთადერთი, რაც შანსს გვიტოვებს, არის ლიბერალურ - დემოკრატიული სამართლებრივი წესრიგი და თავისუფალი ბაზარი - სხვა არაფერი. რაც ახლა ვარდების მოედანზე ხდება, ამ ორივე შესაძლებლობას ეწინააღმდეგება“, - წერს თეოლოგი.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი