მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, ქალიშვილი "ოცნების" პარლამენტარი გახდა - დებ კვიციანების წარმატება, ოჯახური ბიზნესი და კავშირები

26 May 2021 10:26

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­და - ის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის, ნა­თია თურ­ნა­ვას მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. პარ­ლა­მენ­ტი­დან დე­პუ­ტა­ტის წას­ვლის შემ­დეგ ქვრი­ვიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ას სი­ა­ში ად­გილ­მო­ნაც­ვლე და­ი­კა­ვებს, ეს სიის 68-ე წევ­რი ბაია კვი­ცი­ა­ნი იქ­ნე­ბა.


ბაია კვი­ცი­ა­ნი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ახა­ლი სა­ხეა, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის პარ­ტი­ულ სი­ა­ში კახი კა­ლა­ძის კვო­ტით მოხ­ვდა, რად­გან მისი და მაკა კვი­ცი­ა­ნი, ანუ­კი არე­ში­ძის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია. რო­გორც მა­კამ ამ ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, მისი და ანუ­კის მე­გობ­რო­ბა 15 წელ­ზე მეტს ით­ვლის.


დები ბაია და მაკა კვი­ცი­ა­ნე­ბის მამა ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რი კან­დიდ კვი­ცი­ა­ნი გახ­ლავთ. მდი­და­რი ბიზ­ნეს­მე­ნი 1964-1970 წლებ­ში მეს­ტი­ის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მის მეთ­ვალ­ყუ­რე იყო. 1976-1992 წლებ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და. პარ­ლა­მენ­ტში პირ­ვე­ლად 1990 წელს, მე­ო­რედ 2008 წელ­ში მოხ­ვდა. კან­დიდ კვი­ცი­ა­ნი მეს­ტი­ის ოლ­ქის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გახ­ლდათ და პო­ლი­ტი­კუ­რი ბლო­კის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" რი­გებ­ში ირი­ცხე­ბო­და.


ბაია კვი­ცი­ა­ნი მა­მას­თან ერ­თად

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ კან­დიდ კვი­ცი­ა­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" სი­ა­ში აღარ მოხ­ვედ­რი­ლა. მა­მის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა, ოღონდ უკვე სხვა მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში, რო­გორც ჩანს, მის­მა უფ­როს­მა შვილ­მა გა­და­წყვი­ტა


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი