ძვირადღირებული საათები, სამკაულები და ნაკლებად ცნობილი პირადი ცხოვრება - ვინ არის მარიამ ქვრივიშვილის მეორე ნახევარი?

26 May 2021 10:41

მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც 30 წლის ასაკ­ში, უკვე შთამ­ბეჭ­და­ვი კა­რი­ე­რა აქვს, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი სა­მი­ნის­ტრო­ში ტუ­რიზ­მის, ავი­ა­ცი­ი­სა და კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებს უხელ­მძღვა­ნე­ლებს.


  • კა­რი­ე­რა

მა­ნამ­დე მას პა­რა­ლა­მენ­ტში ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. პარ­ლა­მენ­ტა­რო­ბამ­დე კი - 2019-2020 წლებ­ში ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. 2012-2014 წლებ­ში მას ამა­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის პოს­ტი ეკა­ვა, ხოლო 2014 წლი­დან 2019 წლამ­დე ტუ­რო­პე­რა­ტო­რი კომ­პა­ნია "ვო­ი­ა­ჟე­რის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და, ამავდრო­უ­ლად, ავი­ა­კომ­პა­ნი­ის flydubai რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი იყო. 2010 - 2012 წლებ­ში ქვრი­ვიშ­ვი­ლი "აჭა­რა ჯგუ­ფის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.


მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი არის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (ESM Business School) მა­გის­ტრა­ტუ­რის კან­დი­და­ტი, ასე­ვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სის მარ­თვის ფა­კულ­ტე­ტი (მარ­კე­ტინ­გის გან­ხრით) და ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ქ. ბერკლში (University of California, Berkeley).


კერ­ძო სექ­ტორ­ში მისი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა აღი­ნიშ­ნოს ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის - Flynas-ისა დ Salam Air-ის სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბი­სა და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის გახ­სნის პრო­ექ­ტე­ბის ინი­ცი­რე­ბა და მარ­თვა, ასე­ვე ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის - Jazeera Airways-ის და Gulf Air-ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­სნა და პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბის კო­მერ­ცი­უ­ლი ოპე­რი­რე­ბა, პარტნი­ორ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად ბა­თუ­მი­სა და ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გახ­სნა და ა.შ.


ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რი­ცაა. ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმა იყო, რომ ის თა­ვის დრო­ზე, მთავ­რო­ბა­ში, რო­გორც ექ­სპრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას კად­რი, ისე გა­მოჩ­ნდა და მისი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ, სწო­რედ გა­ხა­რი­ას გუნდში ვი­ხი­ლავ­დით, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ქვრი­ვიშ­ვი­ლი "ოც­ნე­ბის" სამ­თავ­რო­ბო გუნდს შე­უ­ერ­თდა.

მოკ­ლედ, ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კოს­მა უკვე ბევ­რი რა­მის მოს­წრე­ბა შეძ­ლო. მისი კა­რი­ე­რა­სა­ვით შთამ­ბეჭ­და­ვია, მა­რი­ა­მის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაც.

  • ქო­ნე­ბა

ქვრი­ვიშ­ვილ­მა ბო­ლოს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბი­სას, მიმ­დი­ნა­რე წლის 21 აპ­რილს შე­ავ­სო. დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2020 წლის იან­ვარ -11 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა ტუ­რიზ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე 45 953 ლარი შე­ად­გი­ნა.


რაც შე­ე­ხე­ბა უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას, ქვრი­ვიშ­ვი­ლი ფლობს, ბი­ნას თბი­ლის­ში და მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილს - BMW - x6-ს. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე: Rolex-ის სა­ა­თი, რო­მე­ლიც 2016 წელს სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 10 000 აშშ დო­ლა­რია. ამა­ვე ბრენ­დის მე­ო­რე სა­ა­თი, მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილ­მა 2017 წელს შე­ი­ძი­ნა და მას­ში 12 000 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ახალ მო­ად­გი­ლეს ეკუთ­ვნის Cartier-ს სა­მა­ჯუ­რიც, რო­მე­ლიც 2017 წელს 7 000 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა და ამა­ვე ბრენ­დის ბე­ჭე­დი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 3 500 აშშ დო­ლა­რია.


რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში ქვრი­ვიშ­ვილს სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე ჯამ­ში, 25,151 ლარი; 3 275 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი და 45 000 დო­ლა­რი ჰქონ­და. რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ქვრი­ვიშ­ვი­ლი ფლობს შპს "ვო­ი­ა­ჟე­რის“ 10%-იან წილს, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც გა­სულ წელს 30 000 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ასე­ვე მის სა­კუთ­რე­ბა­შია შპს "ეარ­ლა­ინ რეფ­რე­ზენ­თე­ი­შენ გრუ­პის“ 30%-იანი წი­ლიც, თუმ­ცა მისი საქ­მი­ა­ნო­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვრი­ვიშ­ვილს ორი­ვე კომ­პა­ნი­ა­ში წი­ლის მარ­თვა სხვა პი­რის­თვის აქვს გა­და­ცე­მუ­ლი.


  • ვინ არის ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლე?

რო­გორც მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ვი­გებთ, მისი მე­უღ­ლე 1992 წელს, სო­ხუმ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ოთარ (ოთო) ბე­რიშ­ვი­ლია. ის მა­რი­ა­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით, კერ­ძო სექ­ტორ­ში მოღ­ვა­წე­ობს.


რო­გორც მა­რი­ა­მის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ის არის რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის (შპს "გემო-96“, შპს "რუ­ბი­კო­ნი 1“, შპს "კუ­რორ­ტი აბას­თუ­მა­ნი სა­ნა­ტო­რი­უ­მი არა­ზინ­დო“, შპს "ს ბა­თუ­მი“, სს "და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლი შუ­ქუ­რა“, შპს "ინ­დუსტრი­უ­ლი ქა­ლა­ქი“) დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც, მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა. მას­ვე უკა­ვია შპს "აჭა­რა ჯგუ­ფი­სა" და სს "ნი­ნოს" ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცია, სა­დაც შე­მო­სავ­ლის სა­ხით 81 085 და 7 890 ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი; შპს "კო­ლექ­ტივ დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“ დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე კი შე­მო­სა­ვალ­მა 36 000 ლარი შე­ად­გი­ნა. ოთო ბე­რიშ­ვი­ლი ფლობს მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილს - Mercedes- E Clas-ს, ორ ბი­ნას თბი­ლის­ში და კი­დევ ერთი ბი­ნის 33,33%-იან წილს. მას­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე 10 064 ლარი ჰქონ­და.


ოთო და მა­რი­ა­მი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აფი­ში­რე­ბას ნაკ­ლე­ბად ცდი­ლო­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, მათ ოჯა­ხურ იდი­ლი­ა­ზე შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ იმ კო­მენ­ტა­რე­ბით ვიმ­სჯე­ლოთ, რომ­ლებ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახ­ლობ­ლე­ბი უწე­რენ.


წყვილს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ფოტო აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, 12 მარტს მე­უღ­ლეს და­ბა­დე­ბის დღე მა­რი­ამ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ მათი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­თი მი­უ­ლო­ცა. ახ­ლობ­ლე­ბი კი კო­მენ­ტა­რებ­ში უწე­რენ, რომ "ეს უმაგ­რე­სი და ულა­მა­ზე­სი ცოლ-ქმა­რია“... მათ ასე­ვე "ოქ­როს წყვი­ლად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი