დღეს მერაბ კოსტავა 82 წლის გახდებოდა

26 May 2021 13:27

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, მერაბ კოსტავას 26 მაისს 82 წელი შეუსრულდებოდა. 


მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში დაიბადა. მან ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაიწყო არალეგალური ანტისაბჭოთა საქმიანობა, მის თანატოლებთან ერთად. დააარსა ორგანიზაცია „გორგასლიანი“, 


70-იან წლებში მერაბ კოსტავა აქტიური დისიდენტური საქმიანობით გამოირჩეოდა, რის გამოც მუდმივად დევნიდს საბჭოთა ხელისუფლება.


კოსტავა ანტისაბჭოთა პროპაგანდისტული საქმიანობისთვის 1977 წელს დააპატიმრეს და შორეულ რუსეთში გადაასახლეს.


1987 წელს გადასახლებიდან დაბრუნებულმა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან ერთად აქტიურად დაიწყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.


1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. მისი გარდაცვალება დღემდე ბურუსით არის მოცული.


მერაბ კოსტავა დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.



რეზონანსი





კომენტარები:

ფართი შოპი