თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს

26 May 2021 13:47

თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.


თავდაპირველად ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქის მთავარ მოედანზე სამხედრო შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი განლაგდა, ამ წუთებში კი 247 რეკრუტი სამხედრო ფიცს დებს. თბილისის პარალელურად, ფიცის დადების ცერემონიალი მიმდინარეობს კიდევ 5 ლოკაციაზე: სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მცხეთაში. რეკრუტების მიერ ფიცის დადების შემდეგაც მოსახლეობას საქართველოს პირველი პირები მიმართავენ.


თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას დღეს სხვა ქვედანაყოფებთან ერთად, ავღანეთის მისიიდან ერთი კვირის წინ დაბრუნებული ჯარისკაცებიც ესწრებიან. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, შეკრებილი მოქალაქეები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.


კორონავირუსის პრევენციიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობა არ გაიმართება.




კომენტარები:

ფართი შოპი