სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანამ შეძლო საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეჰპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ თავდასხმას

26 May 2021 14:01

26 მაისია და გენერალი გიორგი კვინიტაძე თავის საოცნებო ქვეყანაში დაბრუნდა. იგი ბრუნდება თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისი კულტურითა და იდენტობით ამაყ, ევროპასთან დაახლოებულ და მის ფასეულობებთან შერწყმულ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.


„ეს თავისთავად გამარჯვებაა 70-წლიან ოკუპაციასა და საბჭოთა დაპყრობის ტრაგედიაზე. 26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს. გამარჯვებაა, რომ ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო: ომს, მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას, პროვოკაციებს. ქვეყანამ შეძლო საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეჰპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ თავდასხმას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.




კომენტარები:

ფართი შოპი