ეკა გიგაური - იმისთვის, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი, უნდა დავასრულოთ კლანის მმართველობა

26 May 2021 14:56

ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ სასამრთლოში ის პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს და რაც არის არასწორი, გაჩერდეს იქამდე, სანამ ჩვენ არ დავასრულებთ სასამრთლოს რეფორმას, რომელიც გაწერილია შარლს მიშელის დოკუმენტში, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.


როგორც გიგაურმა აღნიშნა, იმისთვის, რომ სასამრთლო დამოუკიდებელი გახდეს, სასამართლოში კლანის მმართველობა უნდა დასრულდეს.


„იმისთვის, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი, ჩვენ უნდა დავასრულოთ კლანის მმართველობა სასამართლოში და ჩავატაროთ სერიოზული რეფორმა, რომელიც უნდა დავგეგმოთ ერთად და ამის შემდეგ განვავითაროთ პროცესები, რაც იქნება საჭირო სასამართლო სისტემისთვის“, - განაცხადა გიგაურმა.


იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია იმართება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.


მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი უნდა აირჩიოს.




კომენტარები:

ფართი შოპი