გიორგი ვაშაძე - კობახიძემ განაცხადა, ოპოზიცია მელიას სურვილის საწინააღმდეგოდ აპირებს „ამნისტიის კანონის“ მიღებასო - დიახ, ასეა, რადგან პოლიტიკური პატიმარი ქვეყანას არ სჭირდება

26 May 2021 15:01

გუშინ კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია მელიას სურვილის საწინააღმდეგოდ აპირებს ამნისტიის კანონის მიღებასო - დიახ, ასეა, რადგან პოლიტიკური პატიმარი სახელმწიფოს, ქვეყანას არ სჭირდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისივე თქმით, ამას არ აკეთებს მხოლოდ ნიკა მელიასთვის, ამას საქართველოს სახელმწიფოსთვის აკეთებს.


„ამ კანონს დავუჭირე მხარი, რადგან ჩვენი 6 - თვიანი ძალიან დიდი ბრძოლის შედეგია. „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში არც ერთი მუხლის ცვლილება არ უნდოდა. საარჩევნო გარემოს ამ ცვლილებებით ფუნდამენტურად ვცვლით. წინ მეორე მოსმენაა, მუხლობრივი განხილვები. შარლ მიშელის დოკუმენტმა შედეგები უკვე გამოიღო პოლიტპატიმრები თავისუფალი არიან, პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსი მიღებულია. არც ერთი ამ ნაბიჯის გადადგმა „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა. საზოგადოების ჩართულობამ აიძულა ისინი, რომ მათივე ხელით იღებენ კანონს, რომლის მიღებაც არ უნდოდათ.


გუშინ კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია მელიას სურვილის საწინააღმდეგოდ აპირებს ამნისტიის კანონის მიღებასო - დიახ, ასეა, რადგან პოლიტიკური პატიმარი სახელმწიფოს, ქვეყანას არ სჭირდება. ეს მხოლოდ მელიას, კონკრეტული პიროვნების საკითხი არ არის. მე გულთმისანი არ ვარ, ზუსტად ვიცი ვისთვის ვაკეთებ ამას. ამას არ ვაკეთებ მხოლოდ ნიკა მელიასთვის, ამას საქართველოს სახელმწიფოსთვის ვაკეთებ“, - განაცხადა ვაშაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი