გიორგი ჩახნაშვილი - 16 წლის ქართველი გენიოსი, რომელმაც Google-ის მსგავსი პროგრამა Digital Mind შექმნა

14 May 2018 09:45

16 წლის ქართველმა გენიოსმა, გიორგი ჩახნაშვილმა Digital Mind, იგივე ხელოვნური ინტელექტი შექმნა. ინფორმაციას GHN ავრცელებს.

ხელოვნური ინტელექტი ზეპირად და წერილობით პასუხობს კითხვებზე: მარკეტინგის, მენეჯმენტის და ტურიზმის საკითხებზე. მათ შორის, მაღალი დონის განათლების მიღების შესაძლებლობას განსაკუთრებული საჭიროების მქონე უსინათლო ადამიანებსაც აძლევს.

ქართველი გენიოსის მიერ შექმნილი პროდუქტი Google-ს კონკურენციას გაუწევს. 

ხელოვნურმა ინტელექტმა მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სასწავლო მასალებიც იცის, რაც სტუდენტებს სწრაფ და ხარისხიან სწავლაში დაეხმარება.

გიორგი ჩახნაშვილმა პროგრამა 6 თვეში შექმნა და ის სამი მიმართულების 4000-მდე წიგნს აერთიანებს. სექტემბრამდე კი ახალგაზრდა ინოვატორი ხელოვნური ინტელექტისთვის 5-ზე მეტი სპეციალობის სწავლებას გეგმავს.

პროგრამის ქართული მზა ვერსია უკვე არსებობს და ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 1 სექტემბრიდან ჩაეშვება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გიორგის შექმნილი ხელოვნური ინტელექტის დანერგვით მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დაინტერესდა და მისი დანერგვა ევროპულ ქვეყნებშიც მალე დაიწყება, სრულყოფილი ვერსია ინგლისურ ენაზეა შექმნილი.


წყარო:  http://primetime.ge/news/1526030621-16-%E1%83%AC%E1%83%9Aital-Mind-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90#BmXglkT2YHUQQvaB.99


კომენტარები:

ფართი შოპი