"ბავშვი რომ ჩამახუტეს, ვერ აღვწერ, ჩემს თავს რა ხდებოდა" - ანდრია გველესიანს და მაიკო ვაწაძეს შვილი შეეძინათ

26 May 2021 15:55

მსა­ხი­ო­ბე­ბის წყვი­ლი - ან­დრია გევ­ლე­სი­ა­ნი და მა­ი­კო ვა­წა­ძე მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. მათ ვაჟი შე­ე­ძი­ნათ, წყვი­ლის­თვის ეს პირ­ვე­ლი შვი­ლია. ან­დრია ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და სამ­შო­ბი­ა­რო­დან ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს


"და­ი­ბა­და ალექ­სან­დრე ან­დრი­ას ძე, გვე­ლე­სი­ა­ნი! 26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს! უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ".


ან­დრია თა­ვის ემო­ცი­ებს AMBEBI.GE -ს უზი­ა­რებს:

"ბავ­შვის და­ბა­დე­ბას სხვა რი­ცხვებ­ში ვე­ლო­დით, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნენ­ლად და­ე­წყო მშო­ბი­ა­რო­ბა. გა­მო­დის, რომ თვი­თონ ბავ­შვმა აარ­ჩია 26 მა­ი­სი, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე, რაც ჩემ­თვის ორ­მა­გად ემო­ცი­უ­რი და სა­სი­ხა­რუ­ლოა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ დღეს და­ი­ბა­და. იმ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რისი სი­ტყვე­ბიც გად­მო­ცე­მაც მი­ჭირს.


ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა, მა­ი­კო და ბავ­შვი კარ­გად არი­ან. მშო­ბი­ა­რო­ბას ვეს­წრე­ბო­დი, სხვა­ნა­ი­რად ვერც წარ­მომ­დგე­ნია. ვფიქ­რობ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ქმა­რი მშო­ბი­ა­რო­ბას და­ეს­წროს, სა­ჭი­რო მო­მენ­ტში, მე­ო­რე ნა­ხევ­რის გვერ­დით იდ­გეს. ყვე­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­მენ­ტი იყო ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ამ დროს მა­ი­კოს მარ­ტოს არ დავ­ტო­ვებ­დი... ბავ­შვი რომ ჩა­მა­ხუ­ტეს, ვერ აღვწერ, ჩემს თავს რა ხდე­ბო­და, ამ ყვე­ლაფ­რის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა მი­ჭირს".


ამბები ge




კომენტარები:

ფართი შოპი