“სოფლელების” და “ქალაქელების” დაპირისპირება ჩამორჩენილი საზოგადოების თვისებაა – თამარ ჩერგოლეიშვილი

26 May 2021 16:54

“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

“სოფლელების” და “ქალაქელების” დაპირისპირება ჩამორჩენილი საზოგადოების თვისებაა.


ნამახვანის ლიდერების რიტორიკის გამართლება მათი “სოფლელობით” ე. წ. ელიტის მიერ, ამ ელიტის ჩამორჩენილობაზე მიუთითებს.

ჩემი ძველი სტატიაა. 10 წლის წინ დამიწერია ამაზე.


“სოციალური რევოლუცია ბევრად უფრო რთული პროცესია. აქ საქმე გვაქვს ჩამორჩენილ საზოგადოებასთან, რომელიც პოლიტიკურთან ერთად სოციალურ ტრანსფორმაციასაც გადის. ამ პროცესში ერთმანეთს უპირისპირდებიან არა მხოლოდ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, არამედ სხვადასხვა სოციალური ჯგუფებიც.


წინააღმდეგობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქალაქსა და სოფელს შორის. ალბათ ბევრს ახსოვს, რომ მაშინდელი ელიტის უკმაყოფილებას, ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერად პარლამენტთან შეკრებილი ე.წ. კარვის ქალების კლასობორივი ზიზღი უფრო კვებავდა, ვიდრე მაგალითად ის, რომ პრეზიდენტი პრივატიზაციის პროცესს ან მიწის რეფორმას აგვიანებდა. იგივე ხდება ახლაც, ე.წ. ელიტას – ანუ თბილისის ცენტრს, “სოფლელების” ხელისუფლებაში მოსვლა აღიზიანებს. ყველაზე ხატოვნად ეს დამოკიდებულება ყოფილმა საგარეო მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა უკვე ფრთაშესხმული ფრაზით – “ქაჯები მოდიან”.


სინამდვილეში, რევოლუციის წარმატებას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად იზრდება ახალი სოციალური ჯგუფების (პირობითად “სოფლელების”) ჩართულობა ქვეყნის მართვაში და აქვს თუ არა მმართველ ძალას იმის უნარი, რომ ახალი სოციალური ჯგუფების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ამ უკანასკნელთა ინტერესებზე დაფუძნებული, ინსტიტუციური გარემო შექმნას”.




კომენტარები:

ფართი შოპი