სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე, რომელიც მიმდინარე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართავს.
„ამ ბოლო დროს ვცდილობ, არაფერზე არ დავაფიქსირო ჩემი აზრი. ფბ გახდა ბრძოლის ველი, რომელსაც არაფრამდე მივყავართ, ერთმანეთის განადგურების გარდა.
ყველას ბრძოლას (ვასაძეებს არ ვგულისხმობ) პატივს ვცემ და ყველას საკუთარ გზაზე, წარმატებას ვუსურვებ, მით უმეტეს მაშინ, როცა ზუსტად ვიცი და საკუთარ თავზე მაქვს გამოვლილი, რა ხდება შენ თავს მაშინ როდესაც ბრძოლის ეპიცენტრში ხარ.
მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებას და გვითხარით, რომ ბევრ რაღაცას კარგისკენ შეცვლის და ბოლომდე გაიტანთ ცვლილებებს. ახლა იუსტიციის საბჭოს წევრების სწრაფი დანიშვნა მოდის წინააღმდეგობაში ამ ხელშეკრულებასთან რაზედაც ამერიკის ელჩმაც ისაუბრა. (და არა მარტო) მაინტერესებს, რას აპირებთ ? Salome Samadashvili Giorgi Vashadze დავით ბაქრაძე David Bakradze Khatuna Samnidze Zurab Girchi Japaridze ანა ნაცვლიშვილი Iago Khvichia Shalva Shavgulidze ადამიანები რომლებიც გვეუბნებით, რომ ამ ხელშეკრულებას ბოლომდე გაიტანთ. როგორ ეწინააღმდეგებით ამ პროცესს, რა არის თქვენი გეგმები?
ამ პოსტს ვწერ ადამიანი რომელსაც ეს პროცესი მადარდებს. არ გეგონოთ ნიშნის მოგების მოტივი მქონდეს.“
digest.ge