„რა სამარცხვინო სისულელე დაწერე, გესმის მაინც?!“ – ნიკა გვარამია ბაია პატარაიას უპირისპირდება

26 May 2021 20:09

ეკა კვესიტაძესა და ბაია პატარაიას შორის დაწყებულ კამათში „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც ჩაერთო.


ბაია პატარაიას პოზიციას, რომ „ნამახვანჰესის” თემაზე „მთავარ არხზე” არ მივა, რადგან იქ მტრული გარემოა, ნიკა გვარამია „სამარცხვინო სისულელეს” უწოდებს.


„მედია საშუალებები მზარდად კარგავენ ნდობას საკუთარი მიკერძოებულობის გამო, ამაზე EMC ყველა დირექტორი წერს ბოლო დღეებია. წაიკითხეთ მათი პოსტები (თამტასი, გურისი). როგორც მედია იქცეოდა ამ დღეებში მართლა ცალკე განხილვის თემაა, მთელი ძალაუფლებრივი იერარქიები მოშიშვლდა და ხილული გახდა. ვინ ვის და რის სადარაჯოზე დგას კარგად გამოჩნდა. და კი, ნდობა ტელევიზიების მიმართ კლებულობს.
კრიტიკის არავის ეშინია, მით უმეტეს სამოქალაქო საზოგადოებას, მტრულ გარემოს კი უფლებადამცველები რომ თავს არიდებენ, ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა. მსხვერპლებსაც და მათ დამცველებსაც ხშირად ხვდებათ დადგმული ცირკი ტელევიზიებში - ეს არახალია. და დიახ, ტელევიზიებისადმი ნდობის ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ხოლმე, რატოც უფლებადამცველები არ მიდიან ეთერებში. არა მგონია, რამე უჩვეულოს ვამბობდე, თუ არ იცოდით ეს აქამდე, ახლა ხომ იცით?" - წერს ბაია პატარაია.


პატარაიას სტატუსს ნიკა გავრამიამ უპასუხა.


„რა სამარცხვინო სისულელე დაწერე ბაია პატარაია, გესმის მაინც? მეტს კი არაფერს ამბობს ქართული ოცნება ოპოზიციური არხების ბოიკოტირების შესახებ. ან რა იერარქიები მოშიშვლდა, რა მტრული გარემო, რა ბოვდაა? ულტრანაციონალისტური, ულტრა რელიგიური და აბსურდული კოლექტივიზაციის ტექსტები ხო მოგწონს სამაგიეროდ? ჰოდა დარჩი მანდ, არ მოხვალ, გინდა შენ და გინდა სხვა, და ნუ მოხვალთ, გავძლებთ რამენაირად. დააკლდება იმ პოზიციას, ვისი დამცველიც არ მოდის.


ps დარწმუნებული ვარ, შენზე ბევრად უკეთესად ვიცი ნამახვანის პრობლემები. დარწმუნებული ვარ, საერთოდ აზრზე არ ხარ არც კონტრაქტის, არც EMC დასკვნის, არც იუსტიციის გაჟონილი დოკუმენტის,“- წერს ნიკა გვარამია.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი