როგორ გამოიყურებოდა ნუნუკა თამაზაშვილი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე - ფოტოები

26 May 2021 21:04

მინ­და დღე­ვან­დე­ლი დღე მი­ვუ­ლო­ცო ჩვენს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი შრო­მი­თა და თავ­და­დე­ბით აძ­ლი­ე­რებს ქვე­ყა­ნას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.


პრე­მი­ე­რი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, 26 მა­ი­სი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის, მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კულ­ტუ­რი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ სწრაფ­ვის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.


"ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ბა­ტო­ნო პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რევ, ბა­ტო­ნო პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტო, ბა­ტო­ნო უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო, პარ­ლა­მენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბო, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბო, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბო, ბა­ტო­ნო გე­ნერ­ლე­ბო, ოფიც­რე­ბო, სერ­ჟან­ტე­ბო, კაპ­რა­ლე­ბო და რი­გი­თე­ბო, პა­ტივ­ცე­მუ­ლო სტუმ­რე­ბო, გი­ლო­ცავთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის უმ­თავ­რეს ეროვ­ნულ დღე­სას­წა­ულს - სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს!


დღე­ვან­დე­ლი დღე სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის გა­მარ­ჯვე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და პატ­რი­ო­ტიზ­მის დღეა. 26 მა­ი­სი ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის, მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კულ­ტუ­რის და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ სწრაფ­ვის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი