"ყველას მოვუწოდებ, თუ სახლში ხართ ჩაკეტილები, დემოგრაფიაზე ვიზრუნოთ და გავმრავლდეთ" - გიორგი ყიფშიძე და ენი გასოევი მეოთხე შვილსა და ოჯახურ ცხოვრებაზე

26 May 2021 22:56

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე­სა და მის მე­უღ­ლეს ენი გა­სი­ე­ვას მე­ო­რე შვი­ლი - გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც ლუნა და­არ­ქვეს. გი­ორ­გის­თვის ეს მე­ო­თხე შვი­ლია, ის ბავ­შვე­ბის მოვ­ლა­ში ძა­ლი­ან ჩარ­თუ­ლი მა­მაა და რო­გორც ამ­ბობს, მიხ­ვდა, რომ თა­ვი­სი მი­სია ბავ­შვე­ბის აღ­ზრდაა. გი­ორ­გი და ენი AMBEBI.GE - ის ბავ­შვებ­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე უამ­ბო­ბენ:


გი­ორ­გი: მე­სა­მე და მე­ო­თხე შვი­ლი ერთი ტალ­ღაა, ერთ ამო­სუნ­თქვა­ზე გაჩ­ნდნენ. უფ­როსს ჯერ რძე არ ჰქონ­და ტუჩ­ზე შემშრა­ლი, რომ უკვე მე­ო­რე ჩნდე­ბო­და. ბავ­შვის გა­ჩე­ნა და მოვ­ლა იმ­დე­ნად დღის წეს­რიგ­ში გვაქვს, რომ ვი­კი­თხე - გა­ი­სად მე­სა­მე-მეთ­ქი?


ენი: გოგო ძა­ლი­ან გვინ­დო­და, მაგ­რამ მე­ო­რე ბავ­შვის გა­ჩე­ნა ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ გვქონ­და. და­უ­გეგ­მა­ვად მოხ­და, რაც ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და. ნა­ტა­ლი­ას და გი­ორ­გის ერ­თდრო­უ­ლად ვუ­თხა­რი, რომ ფეხ­მძი­მედ ვარ და ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ორი­ვემ ტი­რი­ლი და­ი­წყო, ეს მათ­თვის უდი­დე­სი ემო­ცია და სი­ხა­რუ­ლი იყო. ძა­ლი­ან კარ­გი ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და, ყვე­ლა­ფერ­მა უმარ­ტი­ვე­სად ჩა­ი­ა­რა. რთუ­ლი იყო ის ფაქ­ტი, რომ მე­ო­რე წელი გა­დაბ­მუ­ლად ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად, არც ისე ად­ვი­ლია, როცა ორი წელი გა­ბე­რი­ლი და­დი­ხარ.


- ენი, რო­გო­რი ფეხ­მძი­მო­ბა გქონ­და, ღა­მით და­არ­ბე­ნი­ნებ­დი მარ­წყვზე და ალუ­ჩა­ზე გი­ორ­გის?


ენი: პოსტ-ფეხ­მძი­მო­ბის და ფეხ­მძი­მო­ბის პე­რი­ო­დი მშვე­ნი­ე­რი მქონ­და. ჩემს ხა­სი­ათ­ზე არ ასა­ხუ­ლა, ისევ ის ტიპი ვი­ყა­ვი, რაც მა­ნამ­დე... მო­თხოვ­ნი­ლე­ბაც კი არ მქონ­და არაფ­რის, გი­ორ­გი არ შე­მი­წუ­ხე­ბია. ვერც კი ვიგ­რძე­ნი რომ მშო­ბი­ა­რო­ბა მე­წყე­ბო­და, უბ­რა­ლოდ შე­სა­მოწ­მებ­ლად მი­ვე­დით კლი­ნი­კა­ში, რად­გან ეს იყო სა­ვა­რა­უ­დო მშო­ბი­ა­რო­ბის თა­რი­ღი. ექიმ­მა რომ გამ­სინ­ჯა, მი­თხრა: - სამ თით­ზე ხარ გახ­სნი­ლი და არ გტკი­ვაო? სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი ტკი­ვი­ლი, არც და­ჭი­მუ­ლო­ბა მქონ­და, ექიმ­მა მი­თხრა: - მშო­ბი­ა­რო­ბა და­წყე­ბუ­ლია, ვე­ღარ გა­გიშ­ვე­ბო. გი­ორ­გი ძა­ლი­ან ღე­ლავ­და, მაგ­რამ მშო­ბი­ა­რო­ბას არ ეს­წრე­ბო­და, რად­გან არ შე­უძ­ლია ასე­თი რა­ღა­ცე­ბის ყუ­რე­ბა და არც მით­ქვამს, დას­წრე­ბო­და.


გი­ორ­გი: ენი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ძა­ლი­ან მა­გა­რი გო­გოა. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბის­თვის ძნე­ლია სხვა ამ­პლუ­ა­ში გა­დას­ვლა, ასე­თი რო­ლის მორ­გე­ბა და ენის შემ­თხვე­ვა­ში ისე "სა­კა­ი­ფოდ" გა­მო­ვი­და, ვკი­თხე: - დე­დო­ბა­ზე და­დი­ო­დი - მეთ­ქი?

- შვი­ლებს გან­სხვა­ვე­ბულ სა­ხე­ლებს არ­ქმევთ...


ენი: კოს­მო­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოგ­ვა­ფიქ­რდა ლუნა, კოს­მი­უ­რი კაცი და ლუნა, უხ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და ეტყო­ბათ, რომ და-ძმა­ნი არი­ან.

- გი­ორ­გი რამ­დე­ნად არის ჩარ­თუ­ლი ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში?


ენი: ყვე­ლა­ფერს გი­ორ­გი აკე­თებს, გა­მო­დის, რომ მე უბ­რა­ლოდ იქეთ ვეხ­მა­რე­ბი.


გი­ორ­გი: მეტი არა­ფერს არ ვა­კე­თებ, გარ­და ბავ­შვე­ბის მოვ­ლი­სა. მივ­ხვდი, რომ ეს ყო­ფი­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რი. ჩემი მი­სი­აა, რომ ბავ­შვე­ბი კარ­გად გავ­ზარ­დო, რაც მე არ მქონ­და, ამათ ჰქონ­დეთ. მხო­ლოდ იმას ვფიქ­რობ, რა შე­იძ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გი გა­ვუ­კე­თო, რომ როცა აღარ ვიქ­ნე­ბი, კარგ მა­მად მო­მიხ­სე­ნი­ონ.

- გი­ორ­გი, რა გან­სხვა­ვე­ბაა როცა ად­რე­ულ და გვი­ან ასაკ­ში ხდე­ბი მამა?


გი­ორ­გი: ად­რე­ულ ასაკ­ში ბევრ რა­მეს ვერ ვხვდე­ბო­დი, ქა­ლე­ბი ბავ­შვს არ მაძ­ლევ­დნენ, შე­იძ­ლე­ბა ნდო­ბა არ ჰქონ­დათ, რად­გან პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი. ახლა მე არ ვა­კა­რებ არა­ვის, პამ­პერ­სის გა­მოც­ვლა­ზე, და­ბა­ნა­ზე, თუ ჭა­მა­ზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ. ჯერ მე მე­კი­თხე­ბი­ან, მე ვარ მთა­ვა­რი. ჩემი პა­ტა­რა სამ­ყა­რო მაქვს, პა­ტა­რა პრინ­ცი ვარ, ჩემს პლა­ნე­ტა­ზე. ზუ­რაც კი პირ­და­პირ კავ­შირ­ში ჩარ­თუ­ლი ბა­ბუა გახ­და. ნამ­დვი­ლი ბა­ბუ­ის ფუნ­ქცია მი­ი­ღო. ზუ­რამ პირ­ვე­ლად იგ­რძნო ასე­თი რამ - ბავ­შვი ეფე­რე­ბო­და თავ­ზე, ცრემ­ლი წა­მო­უ­ვი­და და მას შემ­დეგ ხე­ლი­დან ვე­ღარ გა­ვაშ­ვე­ბი­ნეთ. მა­ნამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის არ ეცა­ლა, არც ჩემ­თვის, არც შვი­ლე­ბის­თვის და ახლა პან­დე­მი­ამ ასე გა­დაგ­ვი­წყვი­ტა, რომ ყვე­ლას გვცა­ლია, ასე მო­უ­წია ბა­ბუ­ო­ბის რო­ლის მორ­გე­ბა. ამ ორმა ბავ­შვმა პან­დე­მი­ის დის­კომ­ფორ­ტი მთელ ოჯახს გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, სახ­ლში თუ ხართ ჩა­კე­ტი­ლე­ბი, დე­მოგ­რა­ფი­ა­ზე ვიზ­რუ­ნოთ და გამ­რავ­ლდით.

ენი: ზუ­რას ისე უხა­რია ორი­ვე შვი­ლიშ­ვი­ლი, გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი და­დის. ზურა და მისი მე­უღ­ლე ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბი­ან ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში, ეთა­მა­შე­ბი­ან, თუ სად­მე გავ­დი­ვართ, იტო­ვე­ბენ და ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რი­თიც კი შე­უძ­ლი­ათ ხელი შეგ­ვი­წყონ. მე და ზურა ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ვუ­გებთ და ვა­ფა­სებთ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მის­გა­ნაც ანა­ლო­გი­უ­რი ენერ­გია მო­დის, ზუს­ტად იგი­ვეს ვგრძნობ და ეს ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი სა­სი­ა­მოვ­ნოა. უდი­დეს პა­ტივს ვცემ მას და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ასე­თი კარ­გი პი­როვ­ნე­ბაა. მე და ნა­ტა­ლი­აც ახლო მე­გობ­რე­ბი ვართ და ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი. ასე­ვე მე და კრის­ტი­საც სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ვმე­გობ­რობთ, ვნა­ხუ­ლობთ ერ­თმა­ნეთს, გი­ორ­გი­სა და კრის­ტის ურ­თი­ერ­თო­ბი­დან იმ­ხე­ლა დრო გა­ვი­და, ახლა და-ძმა­სა­ვით არი­ან. კრის­ტი ძა­ლი­ან მომ­წონს, სა­ო­ცარ ფორ­მა­შია და ულა­მა­ზე­სი ქა­ლია.

- ბავ­შვებ­მა რა შეც­ვა­ლეს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?


ენი: ჩვენ თა­ვი­დან­ვე ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყეთ. ბავ­შვებ­მა უფრო გა­ამ­ყა­რეს, "მო­ა­პირ­კე­თეს" ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, ძა­ლი­ან მომ­წონს, მა­გა­რი ბი­ჭია გი­ორ­გი... ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი წაშ­ლი­ლია, სა­ერ­თოდ ვერ ვგრძნობ, რომ ჩვენს შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა. ვერ ვხვდე­ბი, რო­მე­ლი ვართ დიდი და პა­ტა­რა. არის იდე­ა­ლუ­რი მამა, გი­ორ­გის­ნა­ი­რი მა­მა­კა­ცე­ბი იშ­ვი­ა­თია, ან მე არ შემ­ხვედ­რია. მინ­და, მად­ლო­ბა ვუ­თხრა, რომ ასეთ კარ­გია. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის გმი­რია. ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ მა­სი­ა­მოვ­ნოს. უთ­ქმე­ლად ხვდე­ბა რა მი­ხა­რია, რა მწყინს, უსი­ტყვო კავ­ში­რი გვაქვს, რაც ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს... ერ­თმა­ნეთს სულ სი­ურპრი­ზებს ვუ­კე­თებთ, სულ იმით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ ერ­თმა­ნე­თი რა­მით გა­ვა­ხა­როთ. მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს დი­ლა­ო­ბით ჩაის რომ მი­კე­თებს და სულ ცდი­ლობს დი­ლით ჩაით გა­მაღ­ვი­ძოს. რომ მძი­ნავს, მო­დის და ნელა მკოც­ნის, რომ არ გა­მაღ­ვი­ძოს, ძა­ლი­ან თბი­ლად და ტკბი­ლად ცდი­ლობს მო­მე­ფე­როს, იზ­რუ­ნოს...


გი­ორ­გი: ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი დის­კომ­ფორ­ტია, და­დე­ბითს - უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ე­ბი სჭარ­ბობს. ჩემ­თან სახ­ლში, იმ­დე­ნად კარ­გი რა­ღა­ცე­ბი მოხ­და, რომ ენერ­გე­ტი­კა არ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ცუდი მო­ვი­ზი­დოთ. დრო არ დაგ­ვრჩა, რომ რა­ღა­ცე­ბი გან­ვი­ცა­დო, "პამ­პერ­სი აქვს გა­მო­საც­ვე­ლე­ლი, ბავ­შვს შია“ იმ­დე­ნად ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და, არ მცა­ლია სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის­თვის და ბედ­ნი­ე­რი ვარ. ტე­ლე­ვი­ზო­რი გა­მოვ­რთეთ, ჩავ­რთეთ ბავ­შვი და სულ სი­ხა­რუ­ლია. ცუდ ხა­სი­ათ­ზე რომ გა­იღ­ვი­ძო, შენ თავს არ აძ­ლევ უფ­ლე­ბას რომ ასე დარ­ჩე, ორი ბავ­შვია სახ­ლში და იცი, რომ უხა­სი­ა­თო­ბა გა­დამ­დე­ბია.

- ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა თუ იგ­რძნო­ბა რა­მე­ში?


გი­ორ­გი: ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა ზო­გის­თვის სა­მარ­ცხვი­ნო სა­კი­თხია. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ასა­კი არა­ფე­რია. თუ ორ ადა­მი­ანს შო­რის რა­ღაც კავ­ში­რი არ­სე­ბობს, ასა­კი მხო­ლოდ ციფ­რე­ბია. თურ­მე ენის­თან იმ­დე­ნი კავ­ში­რი არ­სე­ბობს, რა­ზეც არც მი­ფიქ­რია, არც მი­ოც­ნე­ბია... ყვე­ლა­ფერ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი სინ­თე­ზი გვაქვს. ეგე­თი გულ­წრფე­ლი არა­ვის­თან არ ვყო­ფილ­ვარ, არც არა­ვინ ყო­ფი­ლა ჩემ­თან... არას­დროს არ ჩა­მით­ვლია აბ­სო­ლუ­ტუ­რი ნდო­ბა არა­ვის­თან სა­ჭი­როდ. ახლა თა­ვი­სით მოხ­და...

- ენი სა­ნამ გი­ორ­გის გა­იც­ნობ­დი, რო­გორც ცნო­ბი­ლი სახე, მა­ნამ­დე თუ იქ­ცევ­და შენს ყუ­რა­დღე­ბას?

ენი: სხვა­თა შო­რის, ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში დი­დად არ ვი­ყა­ვი ჩა­ხე­დუ­ლი, სა­ნამ გი­ორ­გის­თან არ და­ვი­წყე ურ­თი­ერ­თო­ბა, მერე გი­ორ­გი­ზე რომ დავ­ქორ­წინ­დი, მო­მი­წია, რომ ჩა­მე­ხე­და ამ სფე­რო­ში. თა­ვი­დან რომ ვნა­ხე, ასე­თი უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია. მი­სალ­მე­ბა-დამ­შვი­დო­ბე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლეთ, რად­გან მე­გო­ბარ­თან, წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. მერე მე­ო­რედ და მე­სა­მედ რომ ვნა­ხე, მისი ბუ­ნე­ბა, ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო რომ გა­ვი­ცა­ნი, ამან ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ლა, რად­გან ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რი არის და ძა­ლი­ან კარ­გად ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს, რაც ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს.


ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია.




კომენტარები:

ფართი შოპი