ნარკორეალიზატორის ადვოკატი: დაკავებული არის დეპრესიულ მდგომარეობაში, ნერვიულობს და წარმოდგენა არა აქვს რას ედავება გამოძიება

14 May 2018 10:09

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის, გია გოროზიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეპრესიულ მდგომარეობაშია, ნერვიულობს და არ იცის, რას ეფუძნება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება.


“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-გასაღებას. ის არის ძალინ დეპრესიულ მდგომარეობაში, ნერვიულობს და წარმოდგენა არა აქვს, რა მტკიცებულებებს ეყრდნობა ბრალდების მხარე და რას ედავება გამოძიება”,- განაცხადა გოროზიამ.


თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი – გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ისევ დუმილის უფლებას იყენებს.


კომენტარები:

ფართი შოპი