საქართველოში საშუალო ხელფასი 321 ლარია | უკიდურეს გაჭირვებაზე ხელისუფლება დუმს

27 May 2021 00:31

გაღარიბება ყველა მიმართულებით - ოფიციალური მონაცემები და საქსტატის საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც ხელისუფლების არაეფექტურობას ადასტურებს.

მზარდი ინფლაციისა და მკვეთრად შემცირებული შემოსავლის ფონზე ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ხალხს უკვე პირდაპირი მნიშვნელობით გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა. გაღარიბება იმდენად მასშტაბურია, რომ მოსახლეობა იძლებულია ძირითადი თანხა მხოლოდ სურსათზე დახარჯოს - რასაც ასევე საქსტატი ადასტურებს.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ადამაიანების შემოსავალი დაითავალა და დაადგინა , რომ ხალხი უკიდურესად გაღარიბდა.  2020 წლის მონაცემებით ოჯახების შემოსავალი წინა წელთან შედარებით 6.4%-ით შემცირდა. შემოსავლის საშუალო მაჩვენებელი ერთ ადამიანზე თვეში 321 ლარია, ხარჯი კი 303 - რაში ეყოფა  მთელი თვის განმავლოაბში, მხოლოდ 18 ლარი - ამ კითხვაზე პასუხს მოსახელეობა მმართველ გუნდს სთხოვს. 


ხელისუფლება კი ხალხის გასაჭირზე ისევ დუმს და არც არაფერს აკეთებს იმსითვის, რომ მოსახლეობის მძიმე ყოფა შეამსუბუქოს. მოქალაქეებს შემოსავალი შეუმცირდათ, სამაგიეროდ მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები არც უხელფასობას განიცდიან და არც შემოსავლის კლება ადარდებთ. პირიქით, პანდემიისგან გამოწვეული კრიზისიც კი სათავისოდ გამოიყენეს და კიდევ უფრო გამდიდრდნენ - ამბობენ ოპოზიციაში. 

ავტორი: ნინო გიგაური.


მთავარი არხი




კომენტარები:

ფართი შოპი