საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას შეხვდა

27 May 2021 17:32

შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და ამ მხრივ, ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

 

საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და განაცხადს, რომელსაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. კახა კუჭავამ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესში მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, ანჟეი დუდამ  დაადასტურა, რომ პოლონეთი საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებს.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პოლონეთის პრეზიდენტმა, ასევე,  გლობალური პანდემიის შესახება ისაუბრეს.  ანჟეი დუდამ გამოხატა მზადყოფნა, რომ პოლონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებითა და პანდემიის შემდგომ, ეკონომიკის აღდგენის პროცესში დაეხმაროს.

 

კახა კუჭავამ პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის განსაკუთრებულად მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 



კომენტარები:

ფართი შოპი