პარლამენტმა 3 დეპუტატის უფლებამოსილება სცნო, მათ შორის, სანდრო რექვიაშვილის

27 May 2021 18:17

პარლამენტმა „გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.

გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.


სანდრო რაქვიაშვილი პარლამენტში ჩაანაცვლებს სალომე მუჯირს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება ორი დღის წინ შეუწყდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „გირჩმა“ გადაწყვიტა, რომ სალომე მუჯირს სადეუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს და მის ნაცვლად პარლამენტში სანდრო რაქვიაშვილი შევიდეს. პარტიაში ამბობენ, რომ ქალთა კვოტირების მომხრე არ არიან.

საკანონმდებლო ორგანომ უმრავლესობის ორი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოხდა ბაია კვიციანისა და გელა სამხარაულის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა.


აღნიშნულმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი სესიაშვილი და მარიამ ქვრივიშვილი ჩაანაცვლეს.




კომენტარები:

ფართი შოპი