ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში მეორედ მოსვლას დიდი ალბათობით, კვირის ბოლომდე ვიხილავთ.
პრემიერის მოსვლასთან დაკავშირებით, გამოცემა ონგო.ჯი-მ გაავრცელა სტატია, სადაც ვკითხულობთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი გახარიას გუნდს აფინანსებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ „ორი ექსმინისტრი ერთმანეთთან ალეკო ხოჯევანიშვილის მეშვეობით კონტაქტობს“, რომელიც ავტორის თქმით, კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.
გაჟღერდა, რომ ყოფილი პრემიერის გვერდით ვიხილავთ ძმებ არველაძეებს და ძალოსან ლაშა ტალახაძეს. გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და სიცრუეს უწოდებენ ძმები არველაძეები.
გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას მედიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
გამოცემა ონგო.ჯის რედაქტორს, აღნიშნული სტატიის გამო, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უპირისპირდება.
„დავით კეზერაშვილი არა მხოლოდ საკუთარი ფინანსებითაა საინტერესო და მიმზიდველი, არამედ მედიარესურსითაც. ტელეკომპანია „ფორმულა“ ხომ სწორედ მისი ფინანსებით დაარსდა და დღემდე არსებობს. როგორც ჩანს, „ფორმულას“ ახლა, გიორგი გახარიას სახით, ახალი პოლიტიკური კლიენტი ჰყავს. თუმცა, ის მარტო არ იქნება. გიორგი გახარიას იმიჯის გასუფთავებაში ტელეკომპანია „პირველიც“ მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერის პოსტიდან გახარიას წასვლის შემდეგ რატომღაც მხოლოდ ეს ორი არხი იგებს ექსკლუზიურად, როდის, სად და როგორ გადაადგილდება გიორგი გახარია. ვისზე იმუშავებენ, ეს, რა თქმა უნდა, მათი საქმეა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, მათ შორის, ამ სატელევიზიო არხების ეთერებიდანაც გიორგი გახარიას „თვალთხარიას“ ეძახდნენ. ახლა კი მისი იმიჯის გასუფთავებასა და გაპიარებაზე უნდა გადაეწყონ. ეს უხერხული ფაქტი უკვე გააპროტესტა ტვ „პირველის“ ერთ-ერთმა სახემ და ტელეწამყვანმა: „გახარიას პიარის სამსახურში თუ ვმუშაობთ, უფლება ხომ გვაქვს, ვიცოდეთ მაინცო“. მოგვიანებით, ტელევიზიის მენეჯმენტმა მცირე ახსნა-განმარტებითი სამუშაო ჩაატარა. შედეგად, გახარია დღის წესრიგში დარჩა და პრეტენზიაც გაქრა,“- ვკითხულობთ ონგო.ჯი-ს მიერ დაწერილ სტატიაში.
ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქეთი ხატიაშვილის მიმართავს:
„ქეთო, ქეთო, სიზმარში ნახე ეს თათბირი ?
ეს რეები დაგიწერია. წამყვანებთან თათბირებს მე ვატარებ, როგორც პოლიტიკური თოქ-შოუების ხელმძღვანელი და აბა, მომიყევი, ვის ჩავუტარე თათბირი გახარიაზე.
აბა დაასახელე, ვინ რა გააპროტესტა და ვის ჩავუტარე ახსნა -განმარტებითი თათბირი p.s- ტვ „პირველის“ წამყვანებს მინდა ვთხოვო, ვის ჩაგიტარეთ თათბირი გახარიაზე, გამოტყდით,“- წერს გრიგოლია.
გრიგოლიას სტატუსს თავად სტატიის ავტორი გამოეხმაურა, რომელიც კომენტარებში წერს:
digest ge