კახი კახიშვილის წასვლა მმართველი გუნდიდან გამორიცხულია - კობახიძე

27 May 2021 19:42

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კახი კახიშვილის წასვლა მმართველი გუნდიდან გამორიცხულია.


როგორც კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მასსა და კახი კახიშვილს შორის მეგობრული საუბარი გაიმართა.


„ეს გამორიცხულია. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ კოლეგები, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა და ამ მეგობრული ურთიერთობის ფარგლებში ჩვენ გვქონდა მსჯელობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. კახის ჰქონდა გარკვეული საკითხები დაყენებული, რაც ეხებოდა ობიექტურ საჭიროებას, ჩვენ ეს განვიხილეთ, ვიმსჯელეთ და გრძელდება მომდევნო მუშაობა. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი ამ შეკითხვის დასმისა, აღარ არსებობს", - განაცხადა კობახიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი