საპარლამენტო სიახლეებს დღეიდან ახალ ვებგვერდზე გაეცნობით

27 May 2021 19:48

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი www.parliament.ge  განახლდა. ახალი საიტი ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ვალდებულებების ფარგლებში შეიქმნა. 

ახალი ვებგვერდი პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, პლენარულ სხდომაზე წარადგინა.

 

„მნიშვნელოვანი სიახლეები დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. ვებგვერდი გაზრდის თითოეული მოქალაქის მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში და უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ ჩართულობას“,- განაცხადა კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე.

 

მისივე ინფორმაციით, განახლებული ვებგვერდი სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, არის ბევრად ინტერაქტიული, ინფორმაციული და მოქნილი. კახა კუჭავამ აღნიშნა ისიც, რომ ვებგვერდი ადაპტირებული და მორგებულია უსინათლო და მცირემხედველი პირების საჭიროებაზე.

 

ახალი ვებგვერდი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/დემოკრატიული მმართველობის ინციატივის (USAID/GGI) ფინანსური მხრადაჭერით, კომპანია Leavingstone-ის მიერ და პარლამენტის აპარატის ჩართულობით მომზადდა.

 

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდს გაუაქტიურდა ორი ახალი დომენი: www.parlamenti.ge    და ქართული დომენი - პარლამენტი.გე 

  

ახალი საიტი 1 თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმუშავებს.

 




კომენტარები:

ფართი შოპი