ანრი ოხანაშვილი ამნისტიის კანონპროექტის შესახებ: ვფიქრობ, რომ არის რესურსი პოზიციების დაახლოების

27 May 2021 20:35

„მე იმედს ვიტოვებ, როგორც თქვენ შეცვალეთ თქვენი პოზიცია და სავსებით სამართლიანად,  საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დროს, ახლაც დაუჭერთ მხარს იმ სულისკვეთებით დაინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც სრულად არის ასახული და წარმოდგენილი შარლ მიშელის დოკუმენტში.


რესურსი პოზიციების დაახლოების არსებობს. ჩვენ არ გვითქვამს და ჩვენ არ გესაუბრებით თქვენ ულტიმატუმებით.  ჩვენ ვამბობთ, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში კარს არ ვხურავთ დისკუსიისთვის. განვაგრძობთ მსჯელობას თქვენთან ერთად და იქ, სადაც იქნება რაციონალური და სამართლიანი შემოთავაზება, ჩვენ მზად ვართ ამ საკითხებზე სამსჯელოდ.


პარლამენტის თავმჯდომარემაც გაწია მედიაცია და ვფიქრობ, ეს იყო დროული. თქვენც ჩვენთან ერთად უნდა დადგეთ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად  და თუ ასე მიიღებთ გადაწყვეტილებას და მიუდგებით საკითხს სახელმწიფოებრივად, რა თქმა უნდა, რესურსი პოზიციების დაახლოების, რომ თქვენ შეძლოთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს კანონპროექტს რჩება“.--განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას.




კომენტარები:

ფართი შოპი