რუსული პროექტები, „რომანი“ სერგეი ლაზარევთან, ურთიერთობა ბერასთან და თაყვანისმცემლების არმია - ნუცა ბუზალაძის სკანდალები

27 May 2021 23:50

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ბევრისთვის საყვარელი და მისაბაძი პიროვნებაა. მას სოციალურ ქსელში ბევრი გამომწერი და თაყვანისმცემელი ჰყავს.


დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ. ნუცა პირად ამბებზე ჟურნალისტებთან გულღიად საუბრობს.

რუსული პროექტები

მიყვარს, როცა ვარ პირველი და ღირსეულად წარვადგენ ჩემს ქვეყანას. ამაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, არ არსებობს. ამიტომ ვეძებ სულ ახალ პროექტებსა და კონკურსებს. ვცდილობ, გავაკეთო ის რაც სხვას არ გაუკეთებია – ვიყო პირველი, ვალაპარაკო ყველა იმაზე, როგორი ნიჭიერი თაობა გვყავს ქართველებს, რა დონეზე ვართ და რა ხდება ჩვენს შოუ-ბიზნესში. ეს არის ყველაზე მთავარი, როცა კონკურსზე უცხო ქვეყანაში გამოვდივარ. ამით ვცდილობ, ჩემს ქვეყანას წარმატება მოვუტანო.



რაც შეეხება საზოგადოების არაერთგვაროვან აზრს რუსულ კონკურსში ჩემს გამოსვლაზე, პირადად მე, მსგავსი რამ არ მსმენია. არცერთი ნეგატიური კომენტარი არ მომისმენია და არც მინახავს. პირიქით, ყველამ ძალიან დადებითად აღიქვა ჩემი გამოსვლა და თავად რუსეთშიც ბევრი ამაყობდა ჩემით. რუსულ შოუში ჩემს გამოსვლას, არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონდა და მადლიერი ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება ხალხმა სწორად მიიღო, დააფასა ჩემი გამოსვლა.


დუბაიში გადახდილი დაბადების დღე

როდესაც 21 წლის გავხდი დაბადების დღე დუბაიში, მეგობრებთან ერთად, განსხვავებულად აღვნიშნე, მაგრამ მილიონერ თაყვანისმცემელს ნამდვილად არ გადაუხდია.

ნუცა ბუზალაძემ დაბადების დღე დუბაიში აღნიშნა - ფოტოები


ასეთი ჭორები რომ მესმის, იმიტომაც ვიკავებ თავს სოციალურ ქსელში ბევრი რამის დადებისგან. რამეს რომ დავდებ, ისეთი გამოხმაურება და ჭორები მოჰყვება ხოლმე, ლამის მეც დავიჯერო. მახსოვს, ერთხელ დაწერეს, თითქოს ვთქვი, ქართველმა ბიჭებმა არ იციან ქალის პატივისცემაო. ძალიან გავბრაზდი, ასე ნამდვილად არ მითქვამს.


ჩემი აზრით, ქართველი ბიჭები ყველაზე მაგრები არიან ურთიერთობებში და ამას როგორ ვიტყოდი? რა ვიცი, იმდენი ტყუილი დაწერეს და თქვეს ჩემზე, აღარც კი მახსოვს.


ისიც ტყუილია, რომ მანქანა თაყვანისმცემელმა მაჩუქა, ჩემი ფულით ვიყიდე.

მალდივებზე გადახდილი დაბადების დღე


22 წლის იუბილე ნუცამ მალდივებზე აღნიშნა.


„ზოგადად, ამ დღეს მეგობრების წრეში ვატარებ, რაც მიხარია და მსიამოვნებს. ამიტომ, არ მეგონა, ასეთი დაუვიწყარი თუ იქნებოდა ეს დღე მალდივებზე. ძალიან მჭირდებოდა დასვენება. ალბომზე ვმუშაობდი, თან აბიტურიენტი ვიყავი.


ჰოდა, ვიფიქრე და ვარჩიე, დიდი ღონისძიების ნაცვლად, დაბადების დღეზე საკუთარი თავისთვის სასიამოვნო განტვირთვა მომეწყო. ერთი კვირა ისეთ სიწყნარესა და სამოთხეში გავატარე, დიდხანს გამყვა.


იქ ჩემს მეგობარ ბიჭთან ერთად ვიყავი. ასევე, ჩვენი ორი მეგობარიც იყო წამოსული.


ურთიერთობა ბერასთან

ბერა ერთ-ერთი პროექტის დროს გავიცანი და ძალიან ახლოს ვიყავით. თავმდაბალი, უშუალო, ნიჭიერი და საოცრად კეთილშობილი ადამიანია. მე სულ მისი გულშემატკივარი ვიქნები და მინდა, ბედნიერი იყოს, თავის ულამაზეს მეუღლესთან ერთად.

„ყველაზე კარგი და ნამდვილი ადამიანი, ძალიან მიყვარს!“ - ნუცა ბუზალაძე ბერა ივანიშვილზე


ბერამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში, ძალიან დამეხმარა და გვერდით დამიდგა. ახლა ისეთი ახლო ურთიერთობა აღარ გვაქვს, მას თავისი სამეგობრო წრე ჰყავს, მე – ჩემი, თუმცა, კიდევ ვამბობ, ძალიან ვაფასებ და მიყვარს. მართალია, ბერას ქორწილში არ ვყოფილვარ, მაგრამ გაბედნიერება სოციალური ქსელით მივულოცე.


მამა

მამასთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. უბრალოდ, ჩვენთან არ ცხოვრობს. პატივს ვცემ იმ აზრსაც, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ ეწყობა, უმჯობესია, ერთად არ იყვნენ. მამაჩემსაც ვუყვები რაღაცებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვეტყვი, მამაა. თუმცა, კარგ რჩევებს მაძლევს. მამას ძალიან უყვარს ცხენები და მეც ბავშვობიდან შემაყვარა. დავდივართ ხოლმე და მასეირნებს. პირველი თოფი მამამ მასროლინა. ჩემზე მეტად გიჟია, ზუსტად ერთნაირი ხასიათი გვაქვს.


საჩუქრები

სხვათა შორის, ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი საჩუქარი, იურმალაში მაჩუქეს – 13-კარატიანი ბრილიანტის სამაჯური. რომ გავიკეთე, ვთქვი, არ მოვიხსნი-მეთქი და სულ მაჯაზე მიკეთია. ასე რომ, მეც სასურველი სარძლო ვარ. ისე, თაყვანისმცემლებისგან არ ვიღებ ძვირად ღირებულ საჩუქრებს. არ მინდა, მათგან დავალებულად ვიგრძნო თავი. დედაჩემს აძლევენ ჩემს საჩუქრებს და ის მახვედრებს. ვუბრაზდები, რატომ ართმევ, არ მინდა-მეთქი.


თურქულ სერიალში მონაწილეობა


იმიტომ ვთქვი უარი, რომ, რა კომპენსაციაც შემომთავაზეს, მე არ მაწყობდა. როცა მთავარ როლს თამაშობ, დიდი პასუხისმგებლობაა – დღე და ღამე გადაღებებია. იმ თანხის გამო კი, რაც მათ შემომთავაზეს, ნამდვილად არ მიღირდა, ორი თვე ასე მუშაობა. თან, სცენარის ტექსტი თურქული იყო და ამისთვისაც არ ვიყავი მზად. თუმცა, გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ძალიან მინდა თურქულ სერიალში გადაღება. თუ მსგავსი შემოთავაზება იქნება, უარს ნამდვილად არ ვიტყვი.


თაყვანისმცემლების არმია


უამრავი თაყვანისმცემელი მყავს, ცდილობენ ჩემს მოხიბვლას, მაგრამ, თუ მე არ მინდა, ვერაფერს გახდებიან. არ მიყვარს, როცა სადმე ვარ და ზედმეტად იჩენს ბიჭი ჩემ მიმართ ყურადღებას. მისამართსაც ვმალავ, გასაიდუმლოებულია, ინკოგნიტო ვარ, რომ ბიჭებმა არ დაიწყონ ყვავილებისა და ბუშტების მოტანა. ხშირად სუფრაზეც მეპრანჭებიან, მაგრამ მე ამაზე მეცინება.


„ძველ ბიჭებს” გოგოს მოხიბვლის სასწაული ხერხები აქვთ: ჰგონიათ, რომ, თუ საუბრისას ტონს გაწელავენ, წელში მოიხრებიან, თვალებს მოჭუტავენ და „თუფაქს” გიხსენებენ, ამით მოიხიბლები. მაღიზიანებს ზედმეტი ყურადღება მათგან.


შეყვარებული

ბუზალაძე შეყვარებულია. თავის რჩეულზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ქართველია და ჯერ დაოჯახებას არ აპირებენ.



„დიახ, ქარ­თვე­ლია, მაგ­რამ შეყ­ვა­რე­ბულ­ზე არ მინ­და სა­უ­ბა­რი. იმი­ტომ არა, რომ თა­ვად არ აქვს ამის სურ­ვი­ლი, უბ­რა­ლოდ მე არ მომ­წონს პი­რად­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი. რა­ღაც­ნა­ი­რად არ მინ­და, ამ ეტაპ­ზე მა­ინც. თუ გა­დავ­წყვეტ, რომ ამ თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რო, სად გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ან რას ვა­პი­რებთ მო­მა­ვალ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად გე­ტყვით.


კა­რან­ტი­ნი მასთან ერ­თად გა­ვა­ტა­რე, ვმღე­რო­დი, ვვარ­ჯი­შობ­დით ერ­თად.


გა­რეთ თით­ქმის არც გავ­დი­ო­დით. თა­ვი­დან ძა­ლი­ან მომ­წონ­და ჩა­კე­ტი­ლი ყოფ­ნა, გა­რე­მო, მაგ­რამ ბო­ლოს ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, ერთი სული მქონ­და, რომ დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა­ფე­რი და ძველ ცხოვ­რე­ბას დავ­ბრუ­ნე­ბო­დით“.


რომანი სერგეი ლაზარევთან?


მომღერალი სანამ შეყვარებულის ფოტოებს გამოამზეურებდა, მანამდე რუსულ შოუში „მოდი ყველამ ერთად“ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მაყურებელი და ასკაციანი ჟიური კი ნამდვილად ჭკუიდან გადაიყვანა.

Video: ორი თვე გიმალავდით – ნახეთ, რა ამბავს ასაჯაროებს ნუცა ბუზალაძე


ქართველ კონკურსანტს რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავი, მომღერალი სერგეი ლაზარევი, განსაკუთრებულად ქომაგობდა. მისი მეშვეობით ნუცამ „სონის“ რუსულ წარმომადგენლობასთან კონტრაქტი გააფორმა.


ახალგაზრდა ქართველი მომღერლისა და რუსი ვარსკვლავის თანამშრომლობა რუსულმა პრესამ ახალ რომანად გამოაცხადა. ეს ნუცასთვის მოულოდნელი არ ყოფილა და, როგორც გამოცემა „სარკესთან“ ამბობს, ეს „რომანი“ სიცილით მიიღო.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი