პოლიციამ მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსის" ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავა 

28 May 2021 11:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ა.ქ. მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 მაისს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსის" ოფისის წინ, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს - 1994 წელს  დაბადებულ პ. გ.-ს,  კერძოდ, დროშის ტარი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო.


სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და იგი მომხდარიდან მეორე დღეს ბრალდებულის სახით დააკავეს.


ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.





კომენტარები:

ფართი შოპი