„არასდროს გამომიცდია...“ - ნიკოლოზ რაჭველი სიყვარულისა და სექსის შესახებ

28 May 2021 14:06

„პირველ არხზე“ დათო გორგილაძის საავტორო გადაცემა - „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ დაიწყო. წამყვანს საქართველოს სიმფონიური ორკესტრის  დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ესტუმრა.


გორგილაძემ მას ჰკითხა, როგორ წარმოუდგენია ოჯახური ცხოვრება და შვილის ყოლა.


„იმ პერიოდში, სანამ დავიკლებდი წონაში, სიმსუქნის გამო კომპლექსი მქონდა და პირადი ცხოვრება გვერდზე იყო გადადებული… შეყვარებული ვიყავი ორჯერ. შეყვარებული ვიყავი ცალმხრივად და სხვათა შორის, არასდროს გამომიცდია ორმხრივი სიყვარული… რაც შეეხება სექსს, ცხოვრების შემადგენელიც არის და მნიშვნელოვანიც, მაგრამ მანდ მთავრდება. იქით გაგრძელების გაუცნობიერებელი შიშიც მაქვს. არ მინდა ჩარჩოში ყოფნა. მეორე მხრივ, ხომ ვთქვი, რომ ორმხრივი სიყვარული არ გამომიცდია, ასეთ შემთხვევაში, ამ შიშსაც დავძლევ, მომინდება მასთან ერთად დაძინება და გაღვიძება, ოჯახის შექმნა. იმის გამო, რომ ორი ადამიანისგან ერთი მთლიანობა არ შეიკრა, სექსი ჩემს ცხოვრებაში რჩება, როგორც ერთი შემადგენელი ამ ცხოვრების, მაგრამ არა მთავარი, რისთვისაც გამოგონილია განგებიდან, რაც მერე შთამომავლობაში უნდა განსხეულდეს. ვინ არ ფიქრობს, მით უმეტეს, ჩემს ასაკში, როცა მარტოა, შთამომავლობაზე? მაგრამ რა მოხდება, არ ვიცი…“


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი