კახა კუჭავა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორს შეხვდა

28 May 2021 16:16

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს, USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელს, ადამ შმიდტს და USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებების და მმართველობისოფისის პროექტების მენეჯერს, რუსუდან ტაბატაძეს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგსა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

 

მხარეებმა, ასევე,  USAID-ის გეგმები მიმოიხილეს და  თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

საუბარი შეეხო ევროკავშირის მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის დროულ და სრულყოფილ იმპლემენტაციას.




კომენტარები:

ფართი შოპი