ჯონჯოლი სხვადასხვა დაავადების დამარცხებაში დაგეხმარებათ

28 May 2021 17:14

ჯონჯოლი მხოლოდ გემრიელი კი არა უნიკალური თვისებებით გამორჩეული მცენარეა. ჩინური ტრადიციული მედიცინა ჯონჯოლის ერთ-ერთი სახეობის ფოთლების ნახარშს ხველის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებს.


ჯონჯოლი ბევრ აქტიურ ნივთიერებას და მათ შორის სხვადასხვა სახის ვიტამინს, ასევე მათი სინთეზისთვის საჭირო ნივთიერებებს შეიცავს. ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტების კვლევებით დასტურდება, რომ მასში ბუნებრივი ინსულინია.


ჯონჯოლის სასარგებლო თვისებები:

• შველის გაციებისა და ვირუსული დაავადებების დროს გართულებულ ხველას;

• ასტიმულირებს ორგანიზმის რეგენერაციულ ფუნქციას: ჯონჯოლის მუდმივი მიღებისას მალე ხორცდება ჭრილობები და გაიწოვება დაჟეჟილობები, ფერხდება ჩირქოვანი პროცესების განვითარება; მოტეხილობების შემდეგ ხელს უწყობს დაზიანებული სახსრის მალე აღდგენას.


• კარგია ღვიძლის დაავადებების მკურნალობისას;

• არეგულირებს რეპროდუქტიული სისტემის მუშაობას ქალებშიც და მამაკაცებშიც;

• აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს უჯრედის დონეზე, რისი წყალობითაც მაღლდება კუნთოვანი ქსოვილის ტონუსი და მუხრუჭდება დეგენერატულ-დისტროფიული ორგანული ცვლილებები – რადიკულიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი;

• აფერხებს შაკიკის განვითარებას და ამცირებს შეტევების სიხშირეს;


• თავისა და კბილის ტკივილისას აქვს ანესთეზიური მოქმედება;

• ეხმარება ორგანიზმს დაგროვებული ტოქსინების გამოდევნაში;

• საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებისას აღადგენს ნაწლავების მუშაობას;

• აძლიერებს მეხსიერებას და ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას;


• აქვს მსუბუქი გამხსნელი ეფექტი;

• რეგულარული მიღებისას აძლიერებეს გულის მუშაობას.


ჯონჯოლის ხე არ საჭიროებს ქიმიური პრეპარატების დახმარებას, შესაბიმისად მისი ნაყოფი ნამდვილად ჯანსაღი პროდუქტია.


ჯონჯოლს უკუჩვენებები არა აქვს. მისი მიღება არ შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალური აუტანლობის დროს.


ჯონჯოლი შეიცავს თუთიას, სპილენძს, მაგნიუმს, სელინს, რკინას.


ჯონჯოლის შემადგენლობაში შედის შემდეგი ვიტამინები:

B1, B2, B5, B6, B9, C, E, K, A.

ჯონჯოლის თესლისაგან ადრე ზეთსაც ხდიდნენ, რომელიც სუნითა და გემოთი ფსტის ზეთს მოგვაგონებს. მაგრამ მისი მსუბუქი გამხსნელი თვისების გამო საჭმელად ნაკლებად გამოიყენებოდა. ამ თვისების გამო ის კარგია, როგორც ქრონიკული კუჭშეკრულობის საწინააღმდეგო საშუალება.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი