„იმედის“ გადაცემას შეწირული ოჯახი, რომანი გიორგი ყიფშიძესთან და დაპირისპირება დუტა სხირტლაძესთან - ნატა გულიაშვილის სკანდალები

28 May 2021 17:37

გადაცემა „შენ შეგიძლია ცეკვა“ ხომ გახსოვთ? ალბათ, პროექტის გამარჯვებულზე მეტად ყველას ერთადერთი მონაწილე, ნატა გულიაშვილი დაამახსოვრდა. დრამითა და სევდით დატვირთულ მის წარმოდგენას ჟიურიმ უარყოფითი შეფასება მისცა და მეორე ტურში არ გადაიყვანა.


ნატა სოციალურ ქსელში ამ დღის შემდეგ ბევრმა დააბულინგა, თუმცა პოპულარობაც მოუტანა. დღეს მისი სკანდალების შესახებ გიამბობთ.


საყოველთაო ბულინგი

ნატა გულიაშვილის მიერ შესრულებულ ცეკვას სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პროექტში “შენ შეგიძლია ცეკვა” მან ნინო ქათამაძის სიმღერაზე “ქუჩაში ერთხელ” იცეკვა. როგორც ნატამ განაცხადა, მან ეს ცეკვა, ერთ კვირაში, დამოუკიდებლად დადგა. დიდი მონდომების მიუხედავად, ნატამ პროექტის ჟიურის თავი ვერ მოაწონა. ნატამ უკმაყოფილება ვერ დამალა, მან განაცხადა რომ პროექტის მეორე ტურში ნათია რთველიაშვილმა არ გადაიყვანა. ნატას გამოსვლამ სოციალური ქსელის მომხმარებლები გაამხიარულა.


ინტერვიუს ნაწყვეტი ნატა გულიაშვილთან:

- მეუღლემ არ იცოდა, რომ კასთინგზე მიდიოდით, რატომ დაუმალეთ?


- თავიდან სიურპრიზის გაკეთება მინდოდა, მაგრამ მერე ვუთხარი და მთხოვა არ წახვიდეო სათავისოდ გამოგიყენებენო. მე ვეუბნებოდი, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, როგორც ''იმედის'' პროდიუსერები და დუტა მაჯერებდნენ.


- მისი თხოვნა, რომ არ გაითვალისწინეთ არ ეწყინა?

- კი, ძალიან ეწყინა და ახლა არ მელაპარაკება. ამბობს, ხომ გითხარი ასე მოიქცევიანო და რატომ არ დამიჯერეო.


- თქვენკენ მომართულ აგრესიას როგორ უმკლავდება?

- არ შედის სოციალურ ქსელში. იცით ყველაზე მეტად რამ გამაღიზიანა? გადაწყვეტილი არ მქონდა, მონაწილეობის მიღება, როცა დუტა მეუბნებოდა ყველაფერი კარგად იქნება, არ შეგეშინდესო. ვეუბებოდი, მე თვითონ დავდგი შოუ, თან ერთ კვირაში-მეთქი, ის კი იმით მამშვიდებდა, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ 5 დღეში ვდგამდი ცეკვასო. მან მითხრა, რომ „იმედი“ ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე. ცეკვის მერე შეფასებაც არ გააკეთა, მთელი 10 წუთი თავი ჰქონდა ჩახრილი. უფრო სწორად, მან არათუ შეფასება არ გააკეთა, არამედ - არ გააკეთებინეს. სალომეც კარგად შემაფასებდა, კულისებში ისიც მამშვიდებდა, ყველამ იცის, რომ შენ მოცეკვავე არ ხარ და ბევრი არ მოგეთხოვებაო.


ნათიამ ფეხი ჩაარტყა დუტას და ამით აგრძნობია, რომ უნდა გაჩუმებულიყო. სალომეც კარგად მაფასებდა, მაგრამ ნათიამ უთხრა, რომ შემდეგ ტურში არ უნდა გადავსულიყავი. რთველიშვილმა თავი ისე მკვეთრად გააქნია სცენიდან დავინახე, ჩემმა მეგობრებმა კი - დარბაზიდან. ნათია რთველიშვილმა დაარღვია წესები და ამაზე პასუხი უნდა აგოს.


- ქასტინგის შემდეგ დუტას არ დალაპარაკებიხართ?

- კი, ჩაწერის შემდეგ დავურეკე და ვკითხე, ეს რა მოხდა, რატომ არ მოგცა ნათიამ შეფასების საშუალება-მეთქი. დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნებაო, რა უნდა ყოფილიყო კარგად, არ ვიცი. ვუთხარი, პროდიუსერისთვის ეთხოვა, ჩემი ნაწყვეტი საერთოდ არ გაეშვა და დამპირდა, აუცილებლად დაველაპარაკებიო.


ფაქტია, რომ მაინც გაუშვეს. დარწმუნებული ვარ, დაელაპარაკებოდა და აუხსნიდა, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და ძალიან განვიცდიდი. ბუნებრივია, არ ამოიღებდნენ, ყველაფერი ხომ ამ სკანდალისთვის მოაწყვეს?


იმაშიც დავრწმუნდი, რომ დუტას არ სცემენ პატივს, ის მათთვის ერთი რიგითი წამყვანია და პროექტისთვის იყენებენ.


ქმართან დაშორება

მსახიობ ნატა გულიაშვილისთვის „იმედის“ პროექტში, „შენ შეგიძლია ცეკვა“ მონაწილეობის მიღება წარუმატებელი აღმოჩნდა. იმის გარდა, რომ მან ვერ გადალახა პირველი ტური და სოციალურ ქსელშიც დასცინეს, ნატას პროექტში მონაწილეობა ოჯახის დანგრევის ფასად დაუჯდა. როგორც მსახიობი აცხადებს, როდესაც მას პროექტის პროდიუსერებმა მონაწილეობის მიღება სთხოვეს, მეუღლემ ურჩია უარი ეთქვა, მაგრამ ნატამ ქმარს არ დაუჯერა. „აღარ მირიგდება ჩემი ქმარი, წამოვედი მისი სახლიდან“ – განაცხადა ნატამ.


რომანი გიორგი ყიფშიძესთან

გულიაშვილის გარშემო უამრავი ჭორი და სკანდალი არსებობდა. ერთ-ერთი ჭორის თანახმად მას რომანი ჰქონდა მსახიობ, გიორგი ყიფშიძესთან. რაც თავად ნატამ უარყო. არადა მის მიერ მსახიობთან ერთად გამოქვეყნებული პიკანტური სურათები მოსახლეობისთვის სხვა რამის მაუწყებელი იყო...


„რა სისულელეა. ჩემი ოჯახი ყიფშიძის გამო არ დანგრეულა, „იმედის“ გადაცემას შეეწირა და დამოუკიდებლად ვაგრძელებ ცხოვრებას“,- ამბობდა გულიაშვილი.


შერიგება

გულიაშვილი ქმარს, დავით რამიშვილს შეურიგდა. ამის შესახებ მან „მიუზიკ ბოქსს“ განუცხადა.


„მე და ჩემი ქმარი შევრიგდით. დალაგდა ჩვენი ურთიერთობა და სიყვარულმა შეგვარიგა. მეუბნება, რომ ჯერ კიდევ ნაწყენია, მაგრამ აუცილებლად გაუვლის ეს წყენაც. უკვე ერთად ვცხოვრობთ და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ“, – განაცხადა ნატამ.


მამის გარდაცვალება

გულიაშვილის ოჯახში სასწაული მოხდა. ნატას რამდენიმე წლის წინ, ვნების კვირაში მამა გარდაეცვალა. მისი თქმით, დაკრძალვის წინა დღეს, მამის სურათს ცრემლები წამოუვიდა.


„ძალიან დიდხანს ვფიქრობდი თქვენთვისაც მეთქვა თუ, არა ამის შესახებ. ეს მოხდა მამაჩემის დაკრძალვის დღეს. ეს მამაჩემის ბოლო სურათია, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაღებული. ეს სურათი გვქონდა გადიდებული გასვენებაზე და გასვენების წინა დღეს, სურათს ცრემლი წამოუვიდა. ეს ამ სურათშიც ჩანს. კარგად თუ დააკვირდებით მარცხენა თვალის კუთხიდან მოსდიოდა ცრემლი“,- წერდა გულიაშვილი სოციალურ ქსელში.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი