"საქართველოს აქვს შანსი, იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშეც" - მიხეილ სააკაშვილი

28 May 2021 17:50

"საქართველოს შეუძლია იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშეც", - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს, მიხეილ სააკაშვილს მაგალითად ჰოლანდიის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ახლა უამრავი ტექნოლოგია არსებობს, რომლის განვითარებაც საქართველოს თავისუფლად შეუძლია:

"საქართველოს აქვს შანსი იყოს ენერგოდამოუკიდებელი, დიდი ჰესების გარეშეც ამ ეტაპზე. საქართველო დენის ექსპორტიორი არ უნდა იყოს. ექსპორტის ძირითადი წყარო უნდა იყოს სერვისები, მაღალი ტექნოლოგია, ლოჯისტიკა. ეს ყველაფერია რაც ქვეყანაში ფულსა და შემოსავალს შემოიტანს. ჩვენი სამყოფი დენი, ამ ალტერნატიული წყაროებით [ქარის ენერგია] უნდა მოხდეს. თუ ჰოლანდია ამ პატარა მიწა-წყალზე მთლიანად უზრუნველყოფს თავის თავს, საქართველო მით უმეტეს შეძლებს ამას. ამიტომ, ტყუილად ნუ ვცდილობთ ველოსიპედის გამოგონებას. ბევრი რაღაც შეიცვალა ბოლო ათწლეულებში მსოფლიოში, ავიღოთ ის რაც არსებობს თანამედროვე და კარგი და დავიცვათ ჩვენი ეკოლოგია", - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. 

მთავარი არხი





კომენტარები:

ფართი შოპი