ირაკლი მეგრელიშვილი: მათთვის, ვინც არ იცის რა არის კლუბი “ბასიანი”

15 May 2018 05:59

ირაკლი მეგრელიშვილი, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი:


_მათთვის ვინც არ იცის რა არის “ბასიანი”:

ეს არის ადგილი სადაც ყველა თავისუფალია - არავის აინტერესებს სხვისი კომპლექსები, ჩაცმულობა, გარეგნობა, ხმის ტემბრი თუ ცეკვის მანერა.

ადგილი სადაც ყველა თანასწორია - განურჩევლად რასისა, ეროვნებისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა, სქესისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, ეკონომიკური თუ ფიზიკური შესაძლებლობებისა.

აქ ყველა სოლიდარულია - კეთილი, ზრდილობიანი და მზრუნველი. აქ არ ჩხუბობენ, არ კაჩაობენ, არ სძულთ ერთმანეთი. ხალხი ცეკვაში ხარჯავს ენერგიას და არა აგრესიაში, ჩხუბში და გაშველებაში. აქ ყველა გახარებული და ბედნიერია.

აქ უკრავენ ხარისხიან მუსიკას მსოფლიოს საუკეთესო უცხოელი და ქართველი დიჯეები. ამ კლუბმა ღამის თბილისი აქცია მსოფლიოს კონკურენტულ ინდუსტრიად.

ეს ყველაფერი არის ის, რაც უნდა იყოს საქართველოს მომავალი - თავისუფალი, თანასწორი, სოლიდარული და ბედნიერი პირებისგან შემდგარი საზოგადოება!

ესეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ დღეს? ან უცხოვრიათ წინა თაობებს?
ამიტომ არის ეს მომავალი თაობის ღირებულებითი ბრძოლა და არა მხოლოდ კლუბური გართობა! ეს არის ცნობიერებითი რევოლუცია!

P.S. ველოდები მეფედრონის შემომტანის დაკავებას და/ან ნარკო ბარონების დაკავებას ან შსს მინისტრის გადადგომას.


კომენტარები:

ფართი შოპი