მაია ბითაძე: საქართველო განაგრძობს ევროპულ გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოებას“

28 May 2021 19:55

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების თემატური საკოორდინაციო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


„საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს თავის როლს მდგრადი განვითარების პროცესში, ამის ნათელი მაგალითია ის მნიშვნელოვანი პროგრესი რასაც ჩვენ მივაღწიეთ ეფექტური გარემოსდაცვითი მმართველობის და შემუშავებული კანონმდებლობის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ მიღებული კანონებით ინერგება ამ სფეროების მართვის ევროპული სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად განვითარებას. საქართველო განაგრძობს ევროპულ გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოებას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მაია ბითაძემ მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს და შეხვედრის მონაწილეებს კომიტეტის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტები გააცნო.




კომენტარები:

ფართი შოპი