გახარიასთვის ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, არ მგონია, რომ წარმატებული იქნება – თეა წულუკიანი

28 May 2021 20:50

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას ახალი გუნდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით განაცხადა:


„მისთვის ძალიან არასწორია ეს გადაწყვეტილება. მე არ მგონია, რომ პოლიტიკაში ადვილი გზა ექნება. შეიძლება, როდესაც დატოვებ თანამდებობას, მაღალი რეიტინგი გაქვს და სიის პირველი ლიდერი იყავი გარკვეული ილუზია გქონდეს, რომ უკან სცენაზე შემოსვლა ავტომატურად წარმატებული იქნება, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ასე იქნება. წარმატებისთვის მას ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწევს, ძალიან დიდი შრომა და ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიკაციური გუნდი უნდა ჰყავდეს, რასაც მე ჯერჯერობით მის გარშემო ვერ ვხედავ. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს.


მთავარია ჩვენი გეგმა. მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის თავად ემზადება და მე არ მგონია, რომ იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება, ვინმე ჩვენს “ბეჭებზე დაცემას” შეძლებს“.


ალია





კომენტარები:

ფართი შოპი