დავით ზალკალიანი - სენატორების ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შეფასების, ასევე აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით

28 May 2021 22:02

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში სენატორების ჯინ შაჰინის და რობ პორტმანის ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით.


როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, სენატორები საქართველოს 2 ივნისს ეწვევიან.


"2-4 ივნისს, საქართველოს ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია, სენატორები ჯიმ შაჰინი და რობ პორტმანი იქნებიან ამ დელეგაციის შემადგენლობაში.


ისინი საქართველოში ვიზიტამდე ეწვევიან უკრაინას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დღის წესრიგში. საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო ბოლოს, როდესაც სენატორები სტუმრობდნენ საქართველოს, მოხარული ვარ რომ უკვე ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ჩვენი ერთგული მეგობარი სენატორები ეწვევიან საქართველოს. ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება დროის თვალსაზრისით, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შეფასების კუთხით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით, ვფქირობ ძალიან კარგი და სასარგებლო ვიზიტი იქნება",-აღნიშნავს ზალკალიანი.


ცნობისთვის, საქართველოს მომავალ კვირას კონგრესის დელეგაცია ეწვევა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოში სენატორების ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და რობ პორტმანის მონაწილეობით ჩამოვა.


როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონგრესის დელეგაცია საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა, რათა გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.




კომენტარები:

ფართი შოპი