„საქართველოს ფოსტის“ კონკურენტს აფუძნებს თუ პარტიას? - გამოხმაურებები გიორგი გახარიას პარტიის ლოგოზე

28 May 2021 22:22

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოლიტიკაში თავისი ახალი გუნდით ბრუნდება. მან პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ შექმნა. ცნობილია რომ პარტიის პრეზენტაცია ხვალ 19 მაისს გაიმართება.


მანამდე კი ყურადღება გახარიას ახალი პარტიის ლოგომ მიიქცია. ცნობილი ადამიანების მას „საქართველოს ფოსტის“ ლოგოსთან აიგივებენ და წერენ:



შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა.



მან აღნიშნა, რომ ნიკა მელია არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას, 20 ივნისს მოუწოდა მოქალაქეებს პარლამენტში შტურმისკენ და იყო შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაგრამ, გახარიას თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მისი ურყევი პოზიციაა, რომ „ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი“.


„დღეს, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და ესკალაცია თვითონ ქვეყნის განვითარების და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის, მაშინ როდესაც, ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონულ გამოწვევებს და რაც მთავარია, ყველანი ერთად ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და როდესაც არ იარსებებს არანაირი რისკი არცერთი, მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობისა ან პოლიტიკური ორიენტაციისა, ჩვენი თითოეული მოქალაქის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის.


ამიტომ, იქიდან გამომდინარე რომ, მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რადგან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის“, — განაცხადა გახარიამ და თანამდებობა დატოვა.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი