"შავ-ბნელი შურით შემშურდა ჩემი შვილის... ყველა მეზიზღებოდა, ვინც მასთან ერთად სცენაზე იდგა" - თეა დარჩიას აღიარება და სცენიდან წამოსვლის ამბავი

29 May 2021 11:54

გა­და­ცე­მა­ში "მხო­ლოდ ლე­ლას­თან" მო­ცეკ­ვა­ვე თეა დარ­ჩი­ამ მისი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც სცე­ნა და­ტო­ვა.


რო­გორც ამ­ბობს, ეს მის­თვის რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნი იყო. ასე­ვე გულ­წრფე­ლად ისა­უბ­რა იმ გან­ცდებ­ზე, რო­მე­ლიც მისი ქა­ლიშ­ვი­ლის მა­რი­ამ მა­თი­აშ­ვი­ლის სცე­ნა­ზე დად­გო­მის შემ­დეგ ეუფ­ლე­ბო­და.


"მა­რი­ამ­მა ერთ დღე­საც მი­თხრა, რომ მინ­და ცეკ­ვაო, მეც მინ­და იქ, სა­დაც შენ ხარო. კარ­გით­ქო, ვუ­თხა­რი. შე­ვი­და სტუ­დი­ა­ში, ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა ამუ­შა­ვეს, შე­ას­წავ­ლეს რა­ღა­ცე­ე­ბი. ამა­სო­ბა­ში, მე­სა­მე შვი­ლი, იო­ა­ნა გა­ვა­ჩი­ნე. დავ­ბრუნ­დი დეკ­რე­ტი­დან, შევ­დი­ვარ დარ­ბაზ­ში და მა­რი­ა­მი უკვე დგას იქ. ახლა ნა­ხეთ რა ხდე­ბა, მე მა­რი­ამს რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, გა­სახ­დელ­ში თუ სა­დაც არის, ყველ­გან ვა­კონ­ტრო­ლებ. ჩემს სა­კუ­თარ სამ­სა­ხურ­ში ჩემი ფუნ­ქცია დავ­კარ­გე და რა­ღაც ახა­ლი შე­ვი­ძი­ნე. ვერ ვხვდე­ბო­დი რა მჭირ­და, აღარ მსი­ა­მოვ­ნებ­და კონ­ცერ­ტზე ცეკ­ვა, რად­გან სულ მა­რი­ამს ვუ­ყუ­რებ. ამ დროს მე სად ვარ? და­ვი­ტან­ჯე.

-0:00


შემ­დეგ ბევ­რი რამ აე­წყო ერ­თმა­ნეთ­ზე, იქ მე­ო­თხე შვი­ლი, გაბ­რი­ე­ლი გა­ვა­ჩი­ნე... იქ რა­ღაც ჩა­ვი­ფიქ­რე და ასე შემ­დეგ. გაჩ­ნდა გაბ­რი­ე­ლი და წა­მო­ვე­დი სცე­ნი­დან. გაბ­რი­ე­ლი რომ არა დღემ­დე ვი­ცეკ­ვებ­დი. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, თუმ­ცა არ მქონ­და სტრე­სი, რაც ან­სამ­ბლი­დან წა­მოს­ვლას ახ­ლავს თან" - ამ­ბობს თეა დარ­ჩია.


მო­ცეკ­ვა­ვე აღი­ა­რებს, რომ სცე­ნი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ, რო­დე­საც შვილს ცეკ­ვის დროს ხე­დავ­და, ძა­ლი­ან შურ­და მისი.


"რა­მიშ­ვი­ლე­ბი რომ და­იდ­გა, თუ გა­და­ვი­ტან­დი ამ ამ­ბავს არ მე­გო­ნა. ვუ­ყუ­რებ­დი იმას, რის­თვი­საც შე­ვე­დი ან­სამ­ბლში და ამ დროს მე იქ არ ვარ. მაგ­რამ მა­რი­ა­მი ცეკ­ვავს ზუს­ტად ისე, რო­გორც მე ვი­ცეკ­ვებ­დი. გავ­სკდი გულ­ზე. მანდ მივ­ხვდი, რომ ხე­ლო­ვა­ნე­ბი ცოტა ვერ ვართ. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა შვი­ლია, თუ სხვა. შავ-ბნე­ლი შუ­რით შემ­შურ­და მა­რი­სი. ყვე­ლა, ვინც იმ მო­მენ­ტში იდგა სცე­ნა­ზე, ჩემი შვი­ლის თა­მა­დო­ბით, მე­ზი­ზღე­ბო­და" - თქვა დარ­ჩი­ამ.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი