ვახტანგ მეგრელიშვილი: უფლებები შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს, „ბავშვის უფლება“ მოგონილია ოჯახის საქმეებში სახელმწიფოს შესაძრომად

29 May 2021 14:14

ოპოზიციური დეპუტატი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომელმაც ბავშვთა უფლებებსა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მეგრელიშვილის განცხადებების განხილვა მოითხოვა.


„უფლებები შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს, „ბავშვის უფლება“ (ისევე როგორც ქალების, ლგბტ „უფლებები“ და ა.შ.) მოგონილია სოციალისტების მიერ ოჯახის საქმეებში სახელმწიფოს შესაძრომად. მე ასე ვფიქრობ. ამ კამათის საჯარო სივრცეში გატანა მნიშვნელოვანი ამოცანაა“, - წერს მეგრელიშვილი.


საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ საფუძველზე ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებების განხილვა მოითხოვა.


imedinews.ge




კომენტარები:

ფართი შოპი